LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში შიდა, მოკლე ფრენები აკრძალეს

119
Capture

საფრანგეთში აიკრძალა შიდა რეისები იმ ქალაქებს შორის, სადაც მატარებლით მისვლა 2,5 საათზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი. სიახლის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

2021 წელს გარემოს დაცვისთვის მიღებული კანონი გავლენას იქონიებს ყველაფერზე და მათ შორის ფრენებზე. ამიერიდან აიკრძალება ფრენები, რომელთა ხანგრძლივობა და მარშრუტიც დაშვებულზე მოკლეა. კანონი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საკითხში მნიშვნელოვანი ეტაპი გახდება.

„ეს ზომა – სრულად შეესაბამება სახელმწიფოს პოლიტიკოს წაახალისოს ტრანსპორტის ის სახეობები, რომელსაც ნაკლები გამონაბოლქვი აქვს“ – დააზუსტა ტრანსპორტის მინისტრმა.

იმისათვის, რომ ესა თუ ის რეისი აიკრძალოს აუცილებელია რომ იგივე მარშრუტს მატარებელიც გადიოდეს და მგზავრობის ხანგრძლივობა 2 საათსა და 30 წუთზე მეტი არ იყოს.

ბუნებრივია, გადაწყვეტილებას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. საქმე ისაა, რომ პანდემიის გამო ავიაკომპანიებს ისედაც სერიოზული ზარალი მიადგათ და კანონის გამკაცრება მათ მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები