LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვებულების შემდეგ დეპრესია: ის ნამდვილად არსებობს და როგორ დავამარცხოთ – 5 რჩევა

116
Capture

პოსტ-შვებულების სევდა თუ დეპრესია, როგორც გინდათ ისე უწოდეთ, ფაქტია, რომ დასვენების შემდეგ რეალობას დაბრუნებული ადამიანი უიმედობას და სევდას გრძნობს. მოგზაურობის შემდეგ სახლში დაბრუნება იმაზე რთულია, ვიდრე ადამიანები ფიქრობენ, მით უმეტეს მაშინ თუკი შვებულება რამდენიმე კვირას მოიცავდა.

1. მიეცით თქვენს თავს ერთი კვირა აზრზე მოსასვლელად
შეიძლება სულელურად ჟღერდეს, რომ შვებულებიდან დაბრუნებულს დასვენება გჭირდებოდეს. მაგრამ ფაქტია, რომ ნებისმიერი დასვენება თუ მოგზაურობა ძალიან ამაღელვებელი და ამავდროულად დამღლელია. ამიტომ მიეცით თქვენს თავს დრო, მაგალითად ერთი კვირა, რათა მოდუნდეთ და ჩვეულ რიტმს ნელ-ნელა დაუბრუნდეთ.

2. ფოკუსირდი რამე მნიშვნელოვანზე
სახლში დაბრუნებული რაიმე მნიშვნელოვანზე უნდა ფოკუსირდე. ეს არამხოლოდ გადმოწყობაში დაგეხმარება, არამედ მიზანს გაგიჩენს, თავს საჭიროდ გაგრძნობინებს. მაგალითად, დაიწყე ახალი სამსახურის ძებნა, დაგეგმე გასაუბრებები.

3. ახალი მოგზაურობის დაგეგმვა არასდროსაა ზედმეტი
ყველას გამოუცდია ალბათ ის გრძნობა, როცა მოგზაურობიდან სახლში დაბრუნებულს გული ისევ სადღაც შორს მიგიწევს. ასე რომ ძებნა და დაგეგმვა არაფერს გააფუჭებს. მოიძიე, ნახე, იოცნებე და შვებულების შემდგომი დეპრესიაც უფრო მსუბუქად ჩაივლის.

4. იყავი დაკავებული, დაკავებული და კიდევ უფრო დაკავებული
ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოგზაურობის დროს ვხვდებით ახალ ადამიანებს, ვათვალიერებთ ათობით ატრაქციას, მოკლედ უამრავი აქტივობით ვარ დაკავებული. ცხოვრების აქტიურ სტილს ვეჩვევით და სახლში დაბრუნებულს სევდა გვიპყრობს. ამიტომ, არ მოდუნდეთ და მაქსიმალურად დაკავდით. წადით დარბაზში, მოამზადეთ კერძი, წაიკითხეთ წიგნი, ნახეთ მეგობრები ან ისწავლეთ ახალი ენა.

5. დაბეჭდე ფოტოები და გააკეთე ალბომი.
სახლში დაბრუნებული ამაზე უკეთესს ვერაფერს იზამთ. შეაგროვეთ საუკეთესო მოგონებები და ალბომად გადააქციეთ. ამ ყველაფერს გარკვეული დრო სჭირდება და ამასობაში ადაპტაციის პროცესიც უმტკივნეულოდ ჩაივლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები