LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტენფორდის პროფესორი 100%-ით დარწმუნებულია, რომ უცხოპლანეტელები უკვე დედამიწაზე არიან, თანაც დიდი ხანია

353
Capture

სტენფორდის მედიცინის სკოლის პროფესორი გარი ნოლანი ამტკიცებს, რომ უცხოპლანეტელებს დედამიწა არაერთხელ მოუნახულებიათ და უფრო მეტიც, ისინი საუკუნეების განმავლობაში აქ, ჩვენს გვერდით ცხოვრობენ.

გამოცემა Interesting engineering-ის ინფორმაციით, სენსაციური განცხადება მეცნიერმა 2023 წლის ინოვაციებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გააკეთა.

მაგრამ რა მტკიცებულება აქვს სპეციალისტს, რომ უცხოპლანეტელებზე ასე თავდაჯერებულად ისაუბროს?

2018 წელს ნოლანმა გამოაქვეყნა ნაშრომი, სადაც უარყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ ატაკამას ჰუმანოიდის ჩონჩხი უცხოპლანეტური წარმოშობის იყო. ამ ფაქტმა ის დააკავშირა რამდენიმე პილოტთან, რომლებიც ამოუცნობ საჰაერო ფენომენს ყველაზე მეტად მიუახლოვდნენ. პროფესორმა ამ პილოტების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია შეისწავლა და აღმოაჩინა რაღაც დაავადება, რომელიც ძალიან ჰგავდა გაფანტულ სკლეროზს და ეს დაავადება მათ ჰუმანოიდთან კავშირის შემდეგ დაუდასტურდათ.

მტკიცებულებათა შორის ნოლანმა ახსენა ასევე ე.წ. Wow სიგნალი, ვიწრო რადიოსიგნალი, რომელიც არამიწიერი ინტელექტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მტკიცებულებადაა მიჩნეული. თუ რა გახდა ამ სიგნალის წყარო ბოლომდე დადასტურებული დღემდე არ არის.
მეცნიერი დარწმუნებულია, რომ უცხო სახეობები მუდმივად თვალყურს ადევნებენ კაცობრიობას და ამისთვის დრონებსა და ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ფორმებს იყენებენ.

ნოლანს ახლა ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნია ამ საკითხზე ხმამაღლა საუბარი, გამოცდილებების გაზიარება და სწორი შეხედულებების ერთად ჩამოყალიბება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები