LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლას“ ძალიან ძვირადღირებული სარემონტო სამუშაოების გამო სასამართლოში უჩივიან

110
tesla

„ტესლას“ ელექტროქარების მფლობელებმა კომპანიას ძალიან ხანგრძლივი და ძვირადღირებული სარემონტო სამუშაოების გამო სასამართლოში უჩივლეს. კოლექტიური სარჩელი სან-ფრანცისკოს სასამართლოში შევიდა. მოსარჩელეები ირწმუნებიან, რომ „ტესლას“ ელექტრომობილების შეკეთების ფასი ზედმეტად მაღალია, თან ხშირად ეს პროცესი დროში იწელება კიდეც. კომპანიას ბაზრის მონოპოლიზაციაშიც ადანაშაულებენ – „ტესლას“ მფლობელებს ავტორიზებული სერვის ცენტრების გარდა წასასვლელი არსად აქვთ.

არადა, სხვა ბრენდების ავტომობილების მფლობელებს მსგავსი პრობლემები არ აწუხებთ. მათ შეუძლიათ, რომ გაფუჭებული სატრანსპორტო საშუალება როგორც ოფიციალურ სერვისში, ასევე კერძო კომპანიებში მიიყვანონ, ანდაც საერთოდ ყველაფერი თავად გააკეთონ.

„ტესლას“ მეპატრონეებს კი მხოლოდ ერთი ვარიანტი აქვთ – მანქანის კომპანიაში, ორიგინალი დეტალებით შეკეთება. მოსარჩელეების აზრით, ასეთი მდგომარეობა ანტი მონოპოლისტურ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები