ემილიანო სალა – 28 წლის არგენტინელი ფორვარდი. 19 იანვარს ის „კარდიფის“ ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა და „ნანტიდან“ 17 მილიონ ევროდ გადავიდა. ორი დღის შემდეგ სალა კერძო თვითმფრინავით ლა მანშის გავლით ბრიტანეთში მიფრინავდა და რადარებიდან გაქრა. პოლიციამ ოფიციალური ძებნა სამ დღეში დაასრულა. ოჯახმა 300 ათასი ევრო მოაგროვა, კერძო სამაშველო ოპერაცია წამოიწყო და 13 დღეში ლა მანშის ფსკერზე თვითმფრინავი ნახეს ადამიანის სხეულით.
ლოცულობდა მატჩების წინ
მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელი წმინდა პიერის ტაძარში მიდიოდა და ღვთისმშობელს ევედრებოდა.
ინგლისურს სწავლობდა ამერიკელთან ერთად
დარბაზში ვარჯიშისას ემილიანო ველოტრენაჟორს ამერიკელ მეტ მიაზგასთან ერთად ატრიალებდა, რომელიც „ჩელსის“ ეკუთვნის. ისინი მალე დამეგობრდნენ და ერთმანეთთან ფრანგულ-ინგლისურში ვარჯიშობდნენ.
„კარდიფის“ მწვრთნელმა მისი სახელი ვერ ისწავლა
ნილ უორნოკი არაერთხელ ჩავიდა „ნანტის“ თამაშებზე. 70 წლის მწვრთნელი პირადად შეხვდა სალას და თხოვა, რომ ემილს დაუძახებდა. „სულ მეშლება სახელები, ძლივს ვიმახსოვრებ“, – აუხსნა უორნოკმა. ემილიანო წინააღმდეგი არ ყოფილა.
დაემშვიდობა ჩვეულებრივ ხალხს საფრანგეთში
19 იანვრის საღამოს ჟან-ფილიპ რუსელის სადალაქოში (ნანტთან ახლოს პატარა სოფელში) სამუშაო დღე სრულდებოდა, როდესაც ემილიანო მივიდა და შეფერხება თხოვა.
ვიზიტამდე კი სალამ ახლო-მახლო გაისეირნა. მას უყვარდა მშვიდი და წყნარი სოფელი კარკეფი. ადგილი, სადაც მისი ძაღლი იხვებს და ქათმებს დასდევდა, მეგობრები კი თევზაობდნენ.
ემილიანოს უყვარდა იქაურები: ყასაბი დომინიკი და მარსელი, ვისთანაც კვირაში ორჯერ ხორცს ყიდულობდა, მცხობელი ბლანდენი, რომელიც არგენტინელს ვაშლის ნამცხვარს უნახავდა, ალექსი, რომელიც მის ძაღლს აბანავებდა.
ბოლო პუნქტი რუსელის სადალაქო იყო. როდესაც პარიკმახერმა დაასრულა, სალამ საფულისკენ წაიღო ხელი. რუსელმა უთხრა, რომ ამაზე არც ეფიქრა. ფეხბურთელმა ის უელსში დაპატიჟა. “ჩამოვალ, გაგკრიჭავ და ერთ-ორ თამაშსაც ვნახავ”, – უთხრა ჟან-ფილიპმა და ორივეს გაეცინა. არგენტინელმა ჩანთიდან “ნანტის” მაისური ამოიღო და მეგობარს აჩუქა: “ვიცი, რომ ეს შენი საყვარელი არ არის, მაგრამ…” რუსელი “მარსელის” ქომაგია. ისინი დაემშვიდობნენ, თვალზე კი ცრემლი მოადგათ.
უარი თქვა ჩვეულებრივ რეისზე და აგენტის ჯეტით გაფრინდა
ბრიტანეთში გაფრენამდე „ნანტის“ ბაზაზე მივიდა, თანაგუნდელებს დაემშვიდობა და სელფი გადაიღო: „ბოლო დამშვიდობება“ – ასეთია ეს ფოტო.
უელსში დასაბრუნებლად „კარდიფმა“ სალას ბილეთი შეთავაზა, მაგრამ უარი უთხრა. მამამისი გავლენიანი საფეხბურთო შუამავალი იყო და კერძო თვითმფრინავის დაქირავების ვარიანტი გამოუჩნდა. „ეს არაფერი იქნება შენთვის, თუ გოლებს გაიტან“, – უთხრა აგენტმა მარკ მაკეიმ. „სიამოვნებით“, – უპასუხა ემილიანომ.
პილოტმა გაფრენამდე ფეისბუქზე დაწერა, რომ სისტემას ჟანგი მოეკიდა
კატასტროფის შემდეგ მაკეიმ BBC-ის უთხრა, რომ რეისი გამოცდილ დევიდ ჰენდერსონს შეუთანხმა, მაგრამ როგორც ჩანს ჰენდერსონმა დევიდ იბოტსონი მონახა.
ის ნახევრადკომერციული მფრინავი იყო, გარდა ამისა, ინჟინრობით შოულობდა ფულს და რეისებს პარაშუტისტებისთვის ასრულებდა. შაბათს ნანტის აეროპორტში „დაჩექინდა“ და ხუმრობით დაწერა კომენტარებში, რომ სისტემას ჟანგი გაუჩნდა, რომელიც პილოტებს დაფრენაში ეხმარება.
ორშაბათს 19:15 საათზე სალა და იბოტსონი აფრინდნენ. რეისის დროს არგენტინელმა პარტნიორებს ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა და დაღლილი ხმით აცნობა: „თვითმფრინავში ვარ, მგონია, რომ ახლა დაიშლება“.
20:30-ზე ავიადისპეტჩერის სამსახურმა დაშვებაზე მოთხოვნა მიიღო. ძალიან მალე კი ბორტი 700 მეტრ სიმაღლიდან რადარებიდან გაქრა.
სალას მაშველები პირველი 5 საათი ეძებდნენ
ძებნა მაშინვე დაიწყეს. ჯონ ფიცჯერალდს ფოტოსტუდია აქვს და თავისუფალ დროს მოხალისეებს ხელმძღავნელობს, რომლებიც სამაშველო ოპერაციებში ეხმარებიან. ის შემთხვევით აღმოჩნდა ლა მანშის მეორე კუნძულზე, როდესაც სანაპირო დაცვის სიგნალი გაიგონა.
30 წუთში ისინი უკვე ჰაერში იყვნენ და ეძებდნენ…
8 დღის შემდეგ მატჩი „არსენალთან“ „ემირეითზე“ (რომელზეც სალა პარიკმახერთან საუბრობდა), „კარდიფმა“ არშედმგარი ახალწვეულის საპატივსაცემოდ გამართა. ლონდონში იმ საღამოს წვიმდა…