LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურთიერთობის სამი მთავარი პრობლემა და მათი გადაჭრის გზები

45
love-problem-solution

თითქმის წარმოუდგენელია წყვილი, რომელიც ურთიერთობის განმავლობაში სხვადასხვა სირთულეებს არ აწყდება. თუმცა, თუკი პრობლემას დროულად აღმოაჩენთ, მისი მოგვარება ბევრად უფრო მარტივი იქნება.

ყველა ურთიერთობას აქვს აღმავალი თუ დაღმავალი პერიოდები, წყვილმაც უნდა ისწავლოს თუ როგორ გააგრძელოს სასიყვარულო ცხოვრება ყოველი წაბორძიკების შემდეგ, ამბობს ქორწინებისა და ოჯახის თერაპევტი მიჩ ტემპლი. ტემპლიმ ყოველდღიური ცხოვრების რთულ საკითხებს მთელი წიგნი მიუძღვნა და შეცდომების გადალახვის შემდეგ შემდგარ წარმატებულ წყვილებზე, თავის კონსულტაციებზე დაყრდნობით ისაუბრა.

პრობლემის გადაჭრის სტრატეგიები:

• გაატარეთ მეტი დრო ერთმანეთთან, გამორთეთ ტელეფონი, დააძინეთ ბავშვები, დაუწიეთ ტელევიზორს.
• თუკი ხმის აწევის გარეშე კომუნიკაცია არ შეგიძლიათ, შეხვედრა საჯარო სივრცეში მოაწყეთ, მაგალითად ბიბლიოთეკაში, რესტორანში, პარკში, ადგილებში სადაც ყვირილი მოგერიდებათ.
• ჩამოაყალიბეთ წესები, აცადეთ პარტნიორს თავისი აზრის ბოლომდე დასრულება.

ურთიერთობის პრობლემა: სექსი

ის წყვილებიც კი ვისაც ერთმანეთი ძალიან უყვართ, შესაძლოა სექსუალურად შეუთავსებლები იყვნენ. როგორც ექიმი ტემპლი აზუსტებს, სექსუალური განათლების სიმცირე პრობლემას კიდევ უფრო ართულებს. არადა ამ საკითხზე მუშაობა ნამდვილად ღირს, სექსი ურთიერთობაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და ამის უგულებელყოფა ნამდვილად არ ღირს.

ურთიერთობის პრობლემა: ფული

ფინანსური პრობლემები შესაძლოა იმაზე ბევრად ადრე დაიწყოს, ვიდრე წყვილი საკურთხეველთან მივა. ამ საკითხის მოსაგვარებლად სპეციალისტი ფიქრობს, რომ პირველ რიგში გულწრფელობაა საჭირო. ორ პარტნიორს შორის ერთი შესაძლოა მფლანგველი იყოს, მეორე კი შედარებით ეკონომიური. სინამდვილეში ამაში არაფერი ცუდი არ არის და ერთმანეთისგან სწავლა ყოველთვის შეგიძლიათ.

ურთიერთობის პრობლემა: ნდობა

ნდობა ნებისმიერი ურთიერთობის გასაღებია. ნდობის ჩამოსაყალიბებლად რამდენიმე ნაბიჯი არსებობს.
• იყავი თანმიმდევრული.
• იყავი პუნქტუალური.
• გააკეთე ის, რასაც ამბობ რომ გააკეთებ.
• ნუ ატყუებ, უცოდველი ტყუილი არ არსებობს.
• იყავი სამართლიანი.
• პატივი ეცი სხვის გრძნობებს.
• დარეკე, თუკი ამის პირობა გაქვს მიცემული.
• არასდროს თქვა ის, რისი გაკეთებაც არ შეგიძლია.
• ნუ იეჭვიანებ.
• იყავი კარგი მსმენელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები