LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Hyundai მოსიარულე მანქანას გააკეთებს

68
hyundai

Hyundai Motor Group მონტანას შტატში ახალ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს გახსნის და ე.წ. Ultimate mobility Vehicles-ის შექმნით დაკავდება. სიახლე ეს იქნება ახალი ტიპის მანქანები, რომელთა რიცხვშიცაა მოსიარულე რობოტები. საუბარია უპილოტო მანქანებზე, რომლებსაც რელიეფის სხვადასხვა ტიპზე შეუძლიათ გადაადგილება, თანაც არა ტრადიციული საბურავებით, არამედ ფეხების მსგავსი კონსტრუქციით.

მწარმოებელი პირველ რიგში უპილოტო ტრანსფორმირებადი ინტელექტუალური რობოტის შექმნით დაკავდება, ამ რობოტს რთულად მისადგომ ადგილებში ტვირთის გადასაზიდად გამოიყენებენ, მაგალითად გადაიტანენ მოწყობილობებს და მედიკამენტებს.

კომპანიის სამომავლო გეგმებშია ადამიანთა გადასაყვანად განკუთვნილი ანალოგიური ავტომობილის შექმნაც. ორივე სახეობა მიიღებს მოძრავ „ფეხებს“ და შეძლებს იაროს სხვადასხვა რეჟიმით, ადგილის ტიპიდან გამომდინარე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები