მექსიკის გრან-პრისთვის დაამზადეს ავტომობილი, რომელიც უზარმაზარ სარბოლო ჩაფხუტს ჰგავს. ფორმულა-1-ის Red Bull racing-ის გუნდმა გადაწყვიტა, რომ 2023 წელს სეზონი საკმაოდ უჩვეულო პროექტით გაეხსნა.

მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ეტაპის დაწყებამდე მექსიკელმა პილოტმა სერხიო პერესმა სარბოლო ჩაფხუტის საუკეთესო დიზაინის კონკურსი გამოაცხადა. გამარჯვებული დიზაინი არამხოლოდ რეალურ ჩაფხუტზე გადაიტანეს, არამედ იდეა უჩვეულო შოუ-ქარად აქციეს და რბოლის რეკლამირებისთვის მექსიკის ქუჩებშიც გაასეირნეს.

კარლა ლოზანომ, რომელიც ჩაფხუტის ვიზუალის ავტორია, სერხიო პერესთან პირადად შეხვედრა მექსიკის ტრასაზე შეძლო. მრბოლელთან ერთად კარლამ თავისი ქმნილებით გაისეირნა.

მსგავსი თემები