ბრენდონ დალალიმ, ინოვაციური ტექნოლოგიებით გატაცებულმა Tesla Model 3-ის მფლობელმა, ხელში ჩიპი VivoKey Arex ჩაინერგა. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც უკვე გამოიყენება საყიდლების უკონტაქტო გადახდისას ან როგორც ავტომობილის დისტანციური გასაღები, რომელიც სმარტფონშია ჩატვირთული. თუმცა, ექსპერიმენტის ავტორები ამჯერად უფრო შორს წავიდნენ და ჩიპის ხელში იმპლანტაცია გადაწყვიტეს, პროცედურა 400 დოლარი დაჯდა და ამ თანხიდან 300 დალალიმ თავად მოწყობილობაში გადაიხადა.

ჩიპის ჩანერგვის პროცესი მამაკაცმა დეტალურად გადაიღო და სოც-ქსელებში გაავრცელა. როგორც მან დააზუსტა, პროცედურა აბსოლუტურად უსაფრთხოა და ის გამოცდილმა პირსინგის სპეციალისტმა ჩაატარა. ამასთან, ეს არ არის ერთადერთი ჩიპი რომელიც ბრენდონს აქვს სხეულში, მეორე ხელში მას სამედიცინო ბარათი და სახლის გასაღები აქვს იმპლანტირებული.

ტეგები: tesla

მსგავსი თემები