LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისთვის იქნება 2020 წელი ყველაზე წარმატებული და ვის ელის სირთულეები – მიხეილ ცაგარელი

8241
მიხეილ ცაგარელი

გადაცემის ლაივი LIVE

21 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „შაბათის შუადღე მიხეილ ცაგარელთან“ ერთად, ბატონმა მიხეილმა კვირის მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენებზე ისაუბრა, 2020 წლის პროგნოზი გააკეთაა და ზოდიაქოს ნიშნები ამჯერად აღმოსავლური კალენდრის მიხედვით განიხილა.

მზე თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში 

22 დეკემბერს მზე ერთი თვით თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა, ამიტომ ახალი წლის მასპინძელი სწორედ ის იქნება. კეთილად, მადლიერებით გააცილეთ ძველი წელი, სინანულის გარეშე დაემშვიდობეთ ძველ ნაცნობებს, არაფრისმომცემ ურთიერთობას ან სამსახურს, რომელიც მხოლოდ პრობლემებს გიქმნით და მოემზადეთ ახალი წლის შესახვედრად. ძველი ტვირთისგან განთავისუფლება პირველ რიგში ვერძს, კირჩხიბს, სასწორს და თხის რქას მართებს, კუროს, მორიელს და მერწყულს კი, მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოუწევთ, მოუსმინეთ ინტუიციას და არა გონებას, რადგან მხოლოდ წინათგრძნობით შეძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

ახალმთვარეობა და მზის დაბნელება 

26 დეკემბერი ახალმთვარეობა და მზის დაბნელების, 10 იანვარი კი – სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელების დღეა, ამიტომ 15-დღიანი პერიოდი დღესასწაულების ჩათვლით, ენერგეტიკულდ საკმაოდ მძიმე იქნება.

მზის და მთვარის დაბნელებები 

მზის და მთვარის დაბნელებისას ყველას განსაკუთრებული ყურადღება მართებს, რადგან მატულობს ცდუნებების და შეცდომების დაშვების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, ტრავმების და ავარიების ალბათობა. ასეთ დღეებში არ ღირს ახალი საქმის დაწყება, უმჯობესია შემოიფარგლოთ ყოველდღიური ვალდებულებებით, მოერიდოთ რისკს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.

მზის დაბნელება – 26 დეკემბერი, 21 ივნისი, 5 ივლისი, 14 დეკემბერი (2020),

მთვარის დაბნელება – 10 იანვარი, 5 ივნისი, 30 ნოემბერი.

2020 წლის ზოგადი პროგნოზი 

საკმაოდ მძიმე იქნება 2020 წელი, რომელიც ჩინური კალენდრით 25 იანვარს, განვითარების ახალი, 12-წლიან ციკლით დაიწყება. სწორედ 2020 წელი განსაზღვრავს შემდგომ 12 წელს, ამიტომ გადაწყვეტილებების მიღებისას ყველას სიფრთხილე და განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებს.

ნუმეროლოგიის პრინციპების გათვალისწინებით, 2020 წელი, რომელიც ერთნაირ ციფრებს აერთიანებს, მისტიკურ, ეპოქალურ წლად ითვლება, წარმატების მთავარ ფორმულად კი, ინტელექტი და სიფრთხილე, ინტუიცია და პრაგმატულობა იქცევა. ასე რომ, გამოიჩინეთ  შეუპოვრობა და ორგანიზაბულობა, დაიცავით დისციპლინა და ყაირათიანად ხარჯეთ  ფინანსები, მოერიდეთ ფაციცუფს და დროის ფუჭად ხარჯვას, არაფრის მომცემ კრიტიკას და წვრილმანებზე ჩაძიებას, ჭორებს და ინტრიგებს.

მართალია, ვირთხა ყველასგან სამართლიანობას მოითხოვს, მაგრამ თვითონ უკომპრომისო და ნაკლებად დიპლომატი, ავტორიტარიზმითაც ხშირად ხასიათდება, არასდროსაა იღბლის იმედზე და ყველაფერს საკუთარი შრომით აღწევს, პირველი გრძნობს საფრთხეს და სხვებზე თავშენახულია, ყველაფერს საკუთარ სოროში ეზიდება და მუდმივად მარაგის შევსებას ცდილობს. ძალიან არ უყვარს ზარმაცები, დიდ პატივს სცემს ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს.

2020 წელს განსაკუთრებით გაძლიერდება ქალბატონების შარმი, რომლებიც მოულოდნელ რომანტიკულ წინადადებებს მიიღებენ კოლეგებისა და ხელმძღვანელებისგან, თუმცა ბევრად პრაგმატულები იქნებიან მამაკცები, რომლებიც ნაკლებად გამოხატავენ ემოციებს, ურთიერთობაში კი, მუდმივად სტაბილურობის შენარჩუნებას ეცდებიან.

ჯანმრთელობა 

რა თქმა უნდა, ჯანმრთელობას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, თუმცა 2020 წელს ყველაზე დიდ პრობლემებს ფილტვები, სუნთქვის ორგანოები შეგიქმნით,  გახშირდება თავის ტკივილებიც.

2020 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები 

მართალია, იანვარში მმართველი ძალა ეტაპობრივად დათმობს პოზიციებს, რადგან თანამდებობის დატოვება მოუწევთ გავლენიან პოლიტიკოსებს, მაგრამ ძალიან გართულდება ახალი ორინეტირების მოძიება. მისის თვეში ძალათა გადანაცვლებაა მოსალოდნელი, რაც ნაკლებად სასარგებლო აღმოჩნდება ფორმალური ძალაუფლებისთვის. საკადრო ცვლილებები თითქმის ყველა სფეროს შეეხება და გაიწმინდება შემთხვევითი ადამიანებისგან, რათა საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვან 2021 წელს პროფესიონალების, გამოცდილი პოლიტიკოსების მეთაურობით შევხვდეთ. სხვათაშორის, სწორედ 2021 წელს იწყება საქართველოსთვის განვითარების ახალი და ძალიან სერიოზული 12-წლიანი ციკლი.

მომავალ წელს ყველაზე მნიშვნელოვანი დიპლომატების მუშაობა იქნება, რადგან აგრესია და დაძაბულობა, კონფრონტაცია და დაპირისპირება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის საზღვრებს გარეთაც გავრცელდება, მოიმატებს რევოლუციების, საომარი მოქმედებების, სამხედრო გადატრიალების ალბათობა და მხოლოდ დიპლომატები შეძლებენ რთული სიტუაციის განმუხტვას, დაძაბული საერთაშორისო ურთიერთობის მოწესრიგებას.

მოიმატებს ძალაუფლებისადმი ლტოლვა და მართალია, ბევრს მოუნდება ლიდერობა, მაგრამ უფრო მომგებიანი იქნება „კულისებიდან“, ერთგვარი რუხი კარდინალის პოზიციდან მოქმედება. 2020 წლის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცევა დეზინფორმაცია, რადგან ბევრი, მათ შორის ჟურნალისტებიც აქტიურად ეცდებიან ფაქტების ფალსიფიცირებას. მართალია, ვირთხის წელიწადი საუკეთესო პერიოდია დანაშაულის კომპლექსისგან გასანთავისუფლებლად, მაგრამ პოლიტიკური აურზაური მაინც საშინლად დათრგუნავს და დაამძიმებს  ადამიანებს.

შავი მთვარე ანუ ლილიტი 

თებერვალში შავი მთვარე, ანუ ლილიტი 9 თვით ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადავა, რაც ადამიანებში აგრესიას, გაღიზიანებას გააძლიერებს. საერთო დაძაბულობა განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში იქნება შესამჩნევი, როცა შავ მთვარეს ომისა და აგრესისს მმართველი პლანეტა – მარსი შეუერთდება.

ურანის კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა იანვარსა და აგვისტოში მსოფლიო ეკონომიკაზე აისახება ნეგატიურად, ოქტომბრის თვეში კი, როცა ლილიტიც შეუერთდება, მსოფლიო ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდება და მხოლოდ თხის რქის ზოდიაქოში თავმოყრილი პლანეტები შეძლებენ წლის მეორე ნახევარში სიტუაციის მეტ-ნაკლებად დარეგულირებას. დეკემბრის თვეში იუპიტერის და სატურნის მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლით ახალი პერსპექტივები, შესაძლებლობები გამოვლინდება როგორც მსოფლიო პოლიტიკაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

28 იანვრამდე, სანამ ლილიტი თევზების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, მოიმატებს რელიგიურ კონფესიათა დაპირისპირების, მეგობრული ღალატის, ალკოჰოლის და ნარკოტიკებისა ჭარბი მოხმარების ალბათობა, გახშირდება სუიციდის შემთხვევებიც.

28 იანვრიდან 21 ოქტომბრამდე შავი მთვარის ვერძის ზოდიაქოში გადანაცვლება, მაისის თვეში ინტრიგებს და აგრესიას გააძლიერებს, აგვისტოში კი, კრიმინოგენულ სიტუაციას დაამძიმებს, აშკარად მოიმატებს კონფლიქტები და კონფრონტაციები. 21 ოქტომბრიდან ლილიტის 9 თვით კუროს ზოდიაქოში გადასვლა არა მარტო საქართველოში შეუქმნის პრობლემებს საბანკო სფეროს, რაც ფინანსური კოლაფსით დასრულდება დეკემბერში, არამედ მთელ მსოფლიოში.

სატურნის გავლენა 

პლანეტა სატურნი თითქმის მთელი წელი თხის რქის ზოდიაქოში და მხოლოდ მცირე ხნით – 23 მარტიდან 2 ივლისამდე გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, რაც ადამიანებში პიროვნულ, კოლექტიურ პასუხისმგებლობის გაზრდის და ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას. 1 ოქტომბერს სატურნი დირექტული გახდება და მეტ-ნაკლებად დარეგულირდება სიტუაცია, 17 დეკემბერს მისი 2,5 წლით მერწყულის ნიშანში გადასვლა კი, გააძლიერებს ჰუმანურობას და დემოკრატიულ პრინციპებს, თავისუფლების და დამოუკიდებლობას მოთხოვნილებას.

იუპიტერის გავლენა 

პლანეტა იუპიტერი, რომელიც თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში იმოძრავებს, ახალი ლიდერების გამოჩენას შეუწყობს ხელს, რომლებიც მეტად სცემენ პატივს საზოგადოების და ცალკეულ ინდივიდებს. მაისის თვემდე ადამიანებში საღად აზროვნების უნარი გაძლიერდება და გადაფასდება ისტორიული გამოცდილება, მაისიდან კი, მართალია, უკანა პლანზე გადაინაცვლებს კონსერვატორული შეხედულებები და სულიერი ფასეულობები, მაგრამ აქტუალური გახდება თანასწორუფლებიანობა, რაც ერთპიროვნულ მმართველობას დაუპირისპირდება.

თეთრი მთვარე ანუ სელენა 

იანვრიდან მაისამდე თეთრი მთვარის სასწორის ზოდიაქოს ნიშანში მოძრაობა სასიკეთო ცვლილებებით აღინიშნება სასამართლო სისტემასა და ზოგადად უირისპრუდენციაში, გააძლიერდება დიპლომატიური, პარტნიორულ ურთიერთობები და რადგან შავი მთვარე ვერძში, თეთრი კი, მის ოპოზიციურ სასწორში იქნება, წელი თეთრისა და შავის, ნათელი და ბნელი ენერგიების ბრძოლის ფონზე ჩაივლის.

16 მაისიდან 15 დეკემბერამდე სელენას მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ძალადობის, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლას ჩაუყრის საფუძველს, ადამიანები კი, აქტიურად დაინტერესდებიან ეზოთერული, ექსტრასენსორული სწავლებებით და  არატრადიციული მედიცინით. სექტემბერი ახალი, მათ შორის ბიოტექნოლოგიების განვითარების თვეთ იქცევა.

15 დეკემბერს თეთრი მთვარე მშვილდოსნის ზოდიაქოში გადავა, რაც მოგზაურობას, ტურიზმს და სპორტულ ღონისძიებებს, უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტებს, თანამშრომლობას გაააქტიურებს.

ზოდიაქოს ნიშნები აღმოსავლური კალენდრით 

ასტროლოგიის მოყვარულები მეტწილად დასავლური ჰოროსკოპით ხელმძღვანელობენ და ნაკლებად ინტერესდებიან აღმოსავლური კალენდრის მინიშნებებით, რომელთა გათვალისწინება არანაკლებ მნიშვნელოვანია. ბევრი ვერ ხვდება რატომ აქვს უიღბლო წელი, როცა დასავლური ჰოროსკოპი წარმატებას ჰპირდება და მხოლოდ ამ დროს ახსენდება აღმოსავლური კალენდარი, სადაც ყველა უსიამოვნების მიზეზს პოულობს.

2020 წლის მთავარ ფავორიტებად ვირთხა, დრაკონი და მაიმუნი, ვეფხვი და ძაღლი ითვლება, შედარებით რთული წელი ელის მამალს და კატას.

ვირთხა – რა თქმა უნდა, 2020 წელი ყველაზე წარმატებული ვირთხის წელს დაბადებულთათვის იქნება. დაასრულეთ ძველი საქმეები, ნაკლებად სასიამოვნო ურთიერთობები და დაიწყეთ ახალი, რადგან 2020 წელს განვითარების ახალი ეტაპი იწყება და ძალიან მნიშვნელოვანია მყარი, ძლიერი ფუნდამეტის შექმნა, რომელიც ერთგვარ სტარტად იქცევა შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის. 2020 წელს მოიმატებს პასუხისმგებლობის გრძნობა, შეძლებთ ავტორიტეტის გაძლიერებას და გავლენის სფეროების გაფართოვებას. არ ღირს მცირე მოგებით დაკმაყოფილება, უმჯობესია მეტი იმუშავეთ, მუდმივად ახალი მოიძიოთ და ეცადოთ მოიპოვოთ მაქსიმუმი. მიენდეთ ინტუიციას, რომელიც ვირთხის „სავიზიტო ბარათი“ და ყველაზე ძლიერი მხარეა. კარგი წელია პროფესიული განვითარებისთვის, პირადი ურთიერთობის და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ხარი (კამეჩის) – შინაგანი ტარნსფორმაციის წელს ხარისთვის შინაგანი მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე გარე სამყარო. კარგი პერიოდია ფსიქოთერაპიისთვის, მედიტაციური ვარჯიშებისა და ეზოთერული საკითხების სიღრმისეულად შესასწავლად. მთავარია, ზედმეტად არ გაგიტაცოთ საკუთარი თავის ძიებამ და მაქსიმალურად გამოიყენოთ წელი ნიჭისა და უნარის ახლებურად გამოსავლენად, კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, მით უფრო, რომ ხარი მატერიალისტი ნიშანია და ნაკლებად ხასიათდება სულიერი ძიებებით. საიდუმლოდ შეინახეთ საკუთარი გეგმები, რადგან სურვილების ნაადრევად გახმოვანება მხოლოდ უსიამოვნებებს მოგიტანთ.

ვეფხვი – 2020 წელს, რომელიც სულიერი განახლების წელიწადადაც შეიძლება ჩაითვალოს,  ყველაზე პრიორიტეტული საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა და ახალი ნაცნობების შეძენა იქნება. მთავარია, სძლიოთ აპათიას, შიშის გარეშე დატოვოთ საკუთარი „ნაჭუჭი“ და აქტიურად იკონტაქტოთ გარშემომყოფებთან, თამამად ჩაებათ კოლექტიურ პროექტებში და საქველმოქმედო აქციებში, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ ავტორიტეტის გაძლიერებას და პოპულარობის მოპოვებას. არ ღირს ზედმეტი ამბიციების გამოვლენა, ეცადეთ შეურიგდეთ იმ მეგობრებს და ნათესავებს, ვინც მანამდე გაანაწყენეთ.

კატა (კურდღელი) – პროფესიული წინსვლის წელიწადში, მთავარია თამამად  იტვირთოთ პასუხისმგებლობა და არ მოერიდოთ კომპეტენტურობის გამოვლენას. კარგი წელია ახალი საქმის დასაწყებად, თუმცა ნუ გექნებათ მოულოდნელად დიდი შემოსავლის მიღების იმედი, უმჯობესია შეიმუშავოთ ხანგრძლივი მოქმედების სტრატეგია, რაც სტაბილურობის და წარმატების ეტაპობრივად მოპოვებაში დაგეხმარებათ. მართალია, კატას  ყველაფერზე უარის თქმა, უკან დახევა სჩვევია, მაგრამ 2020 წელს უმჯობესია ზედმეტი ფიქრის გარეშე მიიღოთ ყველა შეთავაზება და არ შეუშინდეთ სირთულეებს, რადგან ყოველთვის თავისუფლად შეძლებთ პრობლემების დაძლევას.

დრაკონი (გველეშაპი) – წლის მანძილზე ხშირად დაფიქრებით მაღალ იდეალებზე და ეცდებით გააუმჯობესოთ ახლობელთა ცხოვრება. არაა გამორიცხული გაემგზავროთ შორეულ მოგზაურობაში, რათა უკეთ გაიცნოთ სხვათა კულტურა, წეს-ჩვეულებები და მოიძიოთ სულიერი მასწავლებელი, რომელიც თვითშემეცნებასა და თქვენთვის საინტერესო ფილოსოფიური საკითხების გარკვევაში დაგეხმარებათ. კარგი წელია პრესტიჟულ სასწავლებელში ჩასაბარებლად ან საკუთარი შესაძლებლობების საქმიანობის ახალ სფეროში მოსასინჯად.

გველი – აღმოსავლურ კალენდარში გველი ინტუიციის და სიბრძნის სიმბოლოა, რომელსაც აზიელები ყოველთვის განსაკუთრებული პატივის სცემენ. მართალია, მისტიკით და მოულოდნელობებით სავსე წელიწადს ხშირად  მოგეჩვენებათ, რომ სერიოზულ ხიფათში გაებით, მაგრამ საბოლოოდ ყველა საფრთხე მხოლოდ თქვენი მდიდარი ფანტაზიის ნაყოფი აღმჩნდება, ამიტომ იმოქმედეთ თამამად, გამოიჩინეთ მეტი მონდომება და შრომისუნარიანობა, ობიექტურად შეაფასეთ მიმდინარე მოვლენები და მაქსიმალურად გამოიყენეთ ყველა შანსი, რათა უკეთესობისკენ შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება, თუმცა მოგიწევთ ფინანსების გაკონტროლება, რადგან ხარჯი უფრო მეტი გექნებათ, ვიდრე შემოსავალი.

ცხენი – სიყვარულის და დიდი სიხარულის წელია, როცა მსუბუქი ფლირტიც გაამართლებს, სერიოზული ურთიერთობაც წარმატებული იქნება და და ქორწინებაც. იღბლიანი წელია მათთვისაც, ვინც პროფესიული განვითარებით და კარიერული ზრდითაა დაინტერესებული. მთავარია, დროულად მოიძიოთ გავლენიანი პარტნიორები, რომელებიც წინსვლასა და წარმატების მოპოვებაში დაგეხმარებიან.

თხა (ცხვარი) –  იძულებული იქნებით დაუღალავათ იმუშავოთ, რადგან სწორედ 2020 წელს მოგეცემათ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოყენების და სასურველი შედეგის მიღწევის შანსი, მით უფრო, რომ გაძლიერებული პასუხისმგებლობის ფონზე, არც დამატებით ვალდებულებებს მოერიდებით, რომელთა შესრულება საკმაოდ რთული იქნება, თუმცა გაძლიერებული თვითრწმენის წყალობით, ყველა სირთულეს წარმატებით დაძლევთ. მთავარია, ყველა საქმე ერთ სისტემაში მოაქციოთ, რადგან ქაოსი და არეულობა პირველ რიგში თქვენს ჯანმრთელობაზე აისახება ნეგატიურად.

მაიმუნი – ძალიან მხიარული წელია, რომელიც სიყვარულს და წარმატებას მოგიტანთ. თავისუფლად შეძლებთ ნიჭის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას. მთავარია, არ იზარმაციოთ დაისახოთ მიზნები და არა მხოლოდ იოცნებოთ, არამედ რეალურად შეუდგეთ მათ განხორციელებას.

მამალი – დაუთმეთ წელი ოჯახს და პირად ურთიერთობებს, საქმესა და კარიერაზე კი, მოგვიანებით იზრუნეთ. შეცვალეთ ბინის ინტერიერი და აუცილებლად გაითვალისწინეთ ფენშუის პრონციპები, შეგიძლიათ წამოიწყოთ რემონტი და მოიწყოთ კომფორტი, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ ჯანმრთელობის და განწყობის გაუმჯობესებას. კარგი წელია უძრავი ქონების, მათ შორის აგარაკის ან მიწის ნაკვეთის შესაძენად.

ძაღლი – სწავლის, ცოდნის შეძენის და ინფორმაციის შეგროვების წელია, რაც მიზნების სწორად დასახვასა და განხორციელებაში დაგეხმარებათ. განსაკუთრებით მათ გაუმართლებთ, ვისაც უცხო ენის, ფსიქოლოგიის შესწავლა სურს, არაა გამორიცხული გაგიტაცოთ პროზამ და პოეზიამ, მთავარია ხატოვნად გამოთქვათ და სხვასაც გაუზიაროთ საკუთარი გრძნობები.

ტახი (ღორი) – მართალია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას, მაგრამ მაინც არ ღირს ფულის უყაირათოდ ხარჯვა, რადგან ფინანსური წარმატების მოპოვებას მხოლოდ ის შეძლებს, ვინც გონივრულად გაანაწილებს შემოსავალს, სარფიანად დააბანდებს და დანაზოგსაც გააკეთებს. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ივარჯიშეთ და დაიცავით დიეტა, რადგან მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა დაგეხმარებათ პოზიტიური ენერგიების აკუმულირებასა და წარმატების მოპოვებაში.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები