C ვიტამინის შემცველობით მარწყვი მხოლოდ შავ მოცვს ჩამორჩება. ხოლო ფოლიუმის მჟავა მარწყვში იმაზე მეტია, ვიდრე ჟოლოში ან ყურძენში. მარწყვი აძლიერებს იმუნიტეტს და სისხლძარღვების კედლებს. ის ორგანიზმს ვირუსებისგან იცავს. მისი მიღება რეკომენდებულია გაციების პროფილაქტიკისთვის. არის ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული საშუალება. მარწყვი ასევე შეიცავს იოდს. ამიტომ ზაფხულის პერიოდში მარწყვის საკმარისი რაოდენობით მიღება საშუალებას გვაძლევს უარი ვთქვათ სხვა იოდის შემცველი საკვების მიღებაზე.
მარწყვი, მიუხედავად მისი ტკბილი გემოსი, ფლობს შაქრის დამწევ შესაძლებლობებს. დილით მიღებული ჭიქის მეოთხედი მარწყვის წვენი გვეხმარება კუჭის დაავადებების დროს. ის საუკეთესო საშუალებაა გახდომის მსურველთათვის, თუ რა თქმა უნდა მათ არ აწუხებთ ალერგია. ასევე, მისი დიდი რაოდენობით მიღებისას არ უნდა დაგვავიწყდეს მისი შარდმდენი თვისებები. ის ორგანიზმს ზედმეტი წყლისგან გათავისუფლებაში ეხმარება. მისი ფოთლების ნახარში არეგულირებს არტერიულ წნევას და ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში. ამასთან ეს კენკრა გვეხმარება უძილობის დასაძლევად.
მარწყვი თავის რაციონში აუცილებლად უნდა ჩართონ ანემიით დაავადებულებმა. ასევე გამოიყენება ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადებების დროს. მარწყვისგან აკეთებენ სახის ნიღბებს. სუფთა კანზე წაისვით მარწყვის წვენი, შემდეგ 15-20 წუთით დაიდეთ მარწყვის ფაფა. სახე ჩამოიბანეთ თბილი წყლით ან გრილი რძით. ასეთი ნიღაბი ძალიან მოუხდება მათ, ვისაც ავს მშრალი კანი. მარწყვის შემადგენლობაში ასევე შედის: რკინა, კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, რიბოფლავინი, რუტინი და ნიკოტინის მჟავა.
მარწყვი ორგანიზმში არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, გვეხმარება გულ–სისხლძარღვთა დაავადებების დროს, კუჭის წყლულის, ნაწლავების ინფექციისას, თირკმელების დაავადებების დროს. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც ანტიმიკრობული საშუალება, ავიტამინოზის სამკურნალოდ. მარწყვი ინახება 6 თვის განმავლობაში გაყინული სახით. კენკრა უნდა გავაწყოთ სინზე ერთმანეთის გვერდით და ისე გავყინოთ. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადავიტანოთ სპეციალურ პაკეტებში.