LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაფლის სამკურნალო თვისებები – ადრენალინი

8
თაფლი

ბუნებამ თაფლი მოგვცა არა მარტო ჯანმრთელობისა და სიცოცხლისუნარიანობის ხელშესაწყობად, არამედ იმისათვისაც, რომ ვიყოთ უფრო ლამაზები. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არც კი იცოდეს, რომ ეს ძვირფასი პროდუქტი ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში: სახის კანის მოვლისათვის, ცელულიტის საწინააღმდეგოდ, სხვადასხვა ტიპის კანის ნიღბებისათვის და დამამშვიდებელი აბაზანებისთვის.

თაფლის ნიღბები კანს უფრო გლუვს და ნაზს ხდის. ნორმალური ტიპის სახის კანისათვის კარგია ჩვეულებრივი თაფლის ნიღაბი. კარგად გასუფთავებულ სახეზე უნდა წაისვათ სუფთა, ნატურალური თაფლი, გააჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ თავიდან თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით.

ნებისმიერი დიეტის ეფექტის გასაძლიერებლად, ცელულიტის მიდამოებში წაისვით თაფლი, გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი, შემოიხვიეთ პოლიეთილენის თხელი ფენა და შალი. ეს პროცესი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს ცხიმოვან საფარველს, გამოჰყავს ზედმეტი სითხე და ტოქსინები ორგანიზმიდან, ასევე ატენიანებს და აახალგაზრდავებს კანს. პროცედურისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც სუფთა თაფლი, ასევე შერეული მაწონთან, რძესთან, სპირტთან, ეთერზეთებთან, ლიმონის წვენთან ან ძმართან.

თაფლის აბაზანის მიღება ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ის არბილებს კანს, აახალგაზრდავებს, ხდის მას ელასტიკურს და ხავერდოვანს, ამასთანავე ამშვიდებს ნერვულ სისტემას. მას კანისა და მთელი ორგანიზმისთვის, არა მარტო სამკურნალო, არამედ პროფილაქტიკური მოქმედებაც აქვს. ისინი აქტიურად კვებავენ და ატონიზირებენ კანს. თუმცა თაფლის გამაჯანსაღებელი და სამკურნალო თვისებები ამით არ მთავრდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები