LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარიაში Tesla Cybertruck-ის პირველი მძღოლი დაიღუპა

183
ავარიაში Tesla Cybertruck-ის პირველი მძღოლი დაიღუპა

პოლიციამ დაიწყო სასიკვდილო ავარიის გამოძიება, რომელშიც Tesla Cybertruck მონაწილეობდა. ინციდენტი ტეხასის ერთ-ერთ გზაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა როცა ილონ მასკის პიკაპის მონაწილეობით ავტო საგზაო შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. თუ რა გახდა ავარიის მიზეზი, გამოძიება ჯერ-ჯერობით არ აზუსტებს.

გაურკვეველი მიზეზების გამო მძღოლი მართვას ვერ გაუმკლავდა, ტრასიდან გადავიდა და მეტალის მილს დაეჯახა. მიღებული ტრავმებით ის ადგილზევე გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ამერიკულმა მწარმოებელმა ელექტრონული პიკაპების მიწოდება შეაჩერა, რაც საქარე მინის მწმენდავების პრობლემას უკავშირდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები