ავტო საგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის ალბათობა „ტესლას“ ავტომობილებს ყველაზე მაღალი აქვთ. აშშ-ში ავარიებში სიკვდილიანობის ოფიციალური სამთავრობო სტატისტიკა შეისწავლეს და მოულოდნელ შედეგებამდე მივიდნენ. აღმოჩნდა, რომ ფატალური ავარიები, Tesla-ს ელექტრომობილების მონაწილეობით არაპროპორციულად ბევრია – ორჯერ მეტი ვიდრე ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი. თანაც, კონკრეტულ მოდელებზე სხვაობა კიდე უფრო მეტია.
სიაში მოხვდნენ ავარიები რომელიც 2017-დან 2022 წლამდე პერიოდში მოხდა და მათში თანამედროვე ავტომობილები მონაწილეობდნენ. აუცილებელი პირობა იყო, რომ ყველა ავარია ფატალურით შედეგით უნდა ყოფილიყო დასრულებული. საშუალოდ ქვეყანაში ფატალური შედეგით დასრულებული ავარიის ალბათობა მილიარდ მანქანა-კილომეტრზე 2,8-ს შეადგენს.
თუმცა, „ტესლას“ სასიკვდილო ავარიების რიცხვი საშუალოდ ბევრად აჭარბებს და მილიარდ კილომეტრზე 5,6-ს შეადგენს. ანტირეიტინგის მეორე ადგილს ბრენდი Kia იკავებს და ლიდერთა სამეულს Buick ასრულებს.