ავღანეთს უკვე „თალიბანი“ აკონტროლებს და რადიკალური გადაწყვეტილებებიც ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გამოცემა „ქაბულის ახალი ამბების“ ინფორმაციით, ამიერიდან ავღანეთში, ავტომობილებში მუსიკის მოსმენა იკრძალება.
შესაბამისი ბრძანება უკვე გამოცემულია და მძღოლებიც მომზადებული ხვდებიან. კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ავღანელმა ავტომფლობელებმა უნდა გაითვალისწინონ, არის ის რომ მანქანაში ჰიჯაბის გარეშე ქალი არ უნდა ჩაისვან. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება პატიმრობაც კი დაემუქროთ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე „თალიბანმა“ ქორწილებში მუსიკა აკრძალა და ზოგადად მხიარულება და გართობაც მორწმუნეთათვის შეუფერებ ქცევად გამოაცხადა.