თალიბებმა ავღანეთის მოსახლეობას ჭადრაკის თამაში აუკრძალეს. BBC-ის ინფორმაციით, ჭადრაკს ისლამი პოტენციურად აზარტულ თამაშად მიიჩნევს, ასეთი თამაშები კი 2024 წელს გამოცემული „სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების აღკვეთის შესახებ კანონის“ მიხედვით იკრძალება.
შესაბამისი გადაწყვეტილება „თალიბანის“ სპორტის სამინისტრომ მიიღო.
ჭადრაკი ერთ-ერთია სპორტის იმ უამრავ სახეობათა შორის, რომელიც ავღანეთში აიკრძალა. გასულ წელს მაგალითად, სიას შეუერთდა შერეულის საბრძოლო ხელოვნება MMA, რომელიც თალიბების აზრით, ზედმეტად აგრესიულია. ქალებისთვის კი ყველა სპორტია აკრძალული.
აღსანიშნავია, რომ დანარჩენ მუსლიმურ ქვეყნებში ჭადრაკი აკრძალული არ არის და არც ისლამთან შეუსაბამოდ ითვლება.