LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიადისპეტჩერმა შეჯახებას 5 სამგზავრო ლაინერი გადაარჩინა

83

ამერიკელმა ავიადისპეტჩერმა შეჯახებას 5 სამგზავრო ლაინერი გადაარჩინა. „CBS news”-ის ცნობით, კანადური ავიაკომპანიის Air Canada-ს ხომალდი 4 თვითმფრინავს ეჯახებოდა და რომ არა აეროპორტის თანამშრომელი – კატასტროფა გარდაუვალი იქნებოდა.

ინციდენტი რამდენიმე დღის წინ სან-ფრანცისკოს აეროპორტში მოხდა. ტორონტოდან ჩამოფრენილი ლაინერის პილოტს გზა შეეშალა და შემთხვევითა საფრენ ბილიკზე დაჯდა, იქ კი ამ დროს სხვა თვითმფრინავები მოძრაობდნენ. ავიადისპეტჩერიც არ დაიბნა და ბილიკზე მყოფი ლაინერები მეორე გზაზე გაუშვა, დაბნეულმა პილოტმა კი ამ დროს დაჯდომა მოასწრო. ექსპერტთა შეფასებით, რომ არა დისპეჩერის სწორი გადაწყვეტილება, მოხდებოდა კატასტროფა, რომელიც სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში ყველაზე დიდი იქნებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები