LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანია British Airways ოთხი დღით გაიფიცება

50

ავიაკომპანია British Airways ოთხი დღით გაიფიცება. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ბორტგამცილებლებმა გაავრცელეს. თანამშრომლები ხელფასების მომატებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 16 ივნისიდან 19 ივნისამდე მუშაობას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ british-ის ბორტგამცილებლები გასული წლის დეკემბერში, იანვარში და თებერვალშიც გაიფიცნენ და მიზეზი მაშინაც ანალოგიური იყო, თუმცა შედეგი ვერ გამოიღო. გამოცემა „Air Journal”-ის ცნობით კი, პროფკავშირებს კომპანიის ხელმძღვანელობამ ხელფასების 2%-ით მომატება შესთავაზა, თუმცა ეს წინადადება მათთვის მიუღებელი იყო და ამიტომ უარი თქვეს. აღსანიშნავია, რომ როგორც კომპანიაში აცხადებენ, მიუხედავად გაფიცვისა მგზავრებს დისკომფორტი არ შეექმნებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები