LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანია, რომელიც ყველაზე კომფორტულად დასახელდა

33

ევროპაში ყველაზე კომფორტული ავიაკომპანია ჰოლანდიური Transavia გახდა. Air info-ს ინფორმაციით, ექსპერტებმა ევროპის დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავები სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით შეაფასეს, მათ შორის იყო – კომფორტული სალონი, კომფორტული სავარძლები, ბორტგამცილებლების დამოკიდებულება, Wifi და სხვა გასართობი საშუალებები.

ასევე აღსანიშნავია, რომ პორტალმა მგზავრთა გამოხმაურებებიც დეტალურად შეისწავლა. ჰოლანდიის ავიახაზებმა კი საუკეთესოს ტიტული უკვე მეორედ მოიპოვა. რაც შეეხება მეორე ადგილს, მას ბრიტანული კომპანია FLybe იკავებს. ლიდერთა სამეულს კი გერმანული Air Berlin ასრულებს.

საინტერესოა, რომ ხუთეულში ასევე ნორვეგიისა და ესპანეთის ავიაგადამყვანებიც მოხვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები