ყველაზე პატარა სალონი ესპანეთის ავიაკომპანიას აქვს. ექსპერტებმა ჩაატარეს საკმაოდ საინტერესო კვლევა და დაადგინეს, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდი Iberia-ს თვითმფრინავები არც თუ კომფორტულია. მაგალითად, ლაინერ Airbus A319-ის და Airbus A320-ის ბორტზე, სავარძლებს შორის მანძილი მხოლოდ 71 სანტიმეტრია. უფრო დიდია მანძილი Wizz Air-ისა და Transavia-ს თვითმფრინავებში და 79 სანტიმეტრს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ სავარძლებს შორის საშუალო მანძილი 80 სანტიმეტრი უნდა იყოს და ამაზე ნაკლები უკვე არაკომფორტულად ითვლება. თუმცა, კომპანიათა უმრავლესობა ამ ფაქტორს არ ითვალისწინებს – რაც უფრო მეტი იქნება სავარძელი, ბუნებრივია, მათი შემოსავალიც გაიზრდება.
