LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანიამ ლაინერი შუა გზიდან მოაბრუნა

25

იორდანიის ავიაკომპანიამ მიკროტალღური ღუმელის გაფუჭების გამო ლაინერი შუა გზიდან მოაბრუნა. სააგენტო „Petra News Agency”-ის ინფორმაციით, ხომალდი ამანიდან კატარში მიფრინავდა და აეროპორტში აფრენიდან ერთ საათში დაბრუნდა. ოფიციალურ მიზეზად კი ღუმელის მცირე გაუმართაობა დასახელდა.

ბორტგამცილებელთა ცნობით, კაპიტანს გარისკვა არ სურდა და პრობლემის შექმნის თანავე უკან მობრუნება გადაწყვიტა. ლაინერის ბორტზე ამ დროს 87 მგზავრი იმყოფებოდა. უკან დაბრუნების შემდეგ ისინი სხვა თვითმფრინავში გადასვეს და დანიშნულების ადგილზე რამდენიმე საათის დაგვიანებით ჩაიყვანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები