LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალია ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის – პანდემიის დაწყებიდან პირველად

56
-123159424-gettyimages-1362041276

ავსტრალიაში გადაწყვიტეს, რომ 21 თებერვლიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები გახსნან, თუმცა დაიშვებიან მხოლოდ ისინი ვისაც ვაქცინაციის სრული კურსი აქვს გავლილი.

BBC-ის ინფორმაციით, გამონაკლისი დაიშვება იმ ადამიანებისთვის, ვისაც აცრის გაკეთება სამედიცინო მაჩვენებლების გამო არ შეუძლია. მათ ქვეყანაში შესვლისთვის სპეციალური ნებართვა უნდა მოითხოვონ და ეს ნებართვა ავსტრალიის ხელისუფლებამ უნდა გასცეს. თუკი პასუხი დადებითი იქნება, აუცრელ უცხოელებს 2 კვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიაში უმკაცრესი კარანტინი მოქმედებდა და 2020 წელს ჩაკეტილი საზღვრები პირველად იხსნება. აქამდე ქვეყანაში შესვლა მხოლოდ მოქალაქეებს და მუდმივ რეზიდენტებს შეეძლოთ.

ქვეყანას მთლიანობაში 2,7 მილიონი ინფიცირების შემთხვევა აქვს და მოსახლეობის 80% სრულად ვაქცინირებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები