კომპანია Holden-მა ქალაქ ელიზაბეტის ქარხანაში თავისი უკანასკნელი მოდელი გამოუშვა. როგორც The West Australia აღნიშნავს, კონტინეტზე მსუბუქი ავტომობილების წარმოება საერთოდ აღარ არის. ცოტა ხნის წინ მუშაობა Toyota-ს ქარხნებმაც შეწყვიტეს.
ბოლო ავტომობილი, რომელიც ავსტრალიის მიწაზე აიწყო, სედანი Holden Commodore VFII Redline V8 გახდა. ის წითელი ფერის არის და მექანიკური გადაცემათა კოლოფით არის აღჭურვილი. ავტომობილი არ გაიყიდება და სამუზეუმო ექსპონატი გახდება.
მუშებმა უკანასკნელი ავტომობილის გამოშვება სათანადოდ აღნიშნეს, ყველამ ერთად, ქარხნის წინ Holden-ის ლოგოტიპი გამოსახა.
კომპანია Holden ავტომობილებს ავსტრალიაში 1948 წლიდან უშვებს, ბოლო აწყობილი სედანი რიგით 7 687 675-ეა.
საავტომობილო ქარხნების დაკეტვა ავსტრალიაში 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც თავისი ქარხანა კომპანია Toyota-მა დახურა.