LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიაში მფრინავი ავტომობილების პირველი რბოლა გაიმართება

60

ავსტრალიურმა კომპანია Alauda-მ განაცხადა, რომ 2018 წელს გეგმავს მსოფლიოში პირველად, მფრინავი ავტომობილების მარათონი გამართოს. ამ მიზნით, კომპანიის ინჟინრებმა „სარბოლო“ კვადროკოპტერი Alauda Mark 1 ააწყეს.

აღსანიშნავია, რომ Alauda-ს კონსტრუქტორები მფრინავი ავტომობილის პროტოტიპზე უკვე ორი წელია მუშაობენ და მზად არიან საზოგადოებას წარუდგინონ.

სტარტაპი აქტიურად თანამშრომლობს ავსტრალიის მთავრობასთან იმისათვის, რომ მათი ქმნილება სრულად შეესაბამებოდეს საჰაერო მოძრაობის წესებს. Alauda-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ პირველი რბოლა 2018 წელს, ავსტრალიის უდაბნოში განხორციელდება.

Alauda Mark 1 Airspeeder იქნება პირველი სრულიად ელექტრო მფრინავი ავტომობილი, რომელიც 50 მეგავატიანი ძრავებით არის აღჭურვილი. ავტომობილის სიჩქარე 200კმ/სთ-ს შეადგენს. ამ მომენტისთვის სტარტაპმა 3 000 დოლარამდე შეაგროვა, პროექტი დაფინანსებას მაშინ მიიღებს, თუკი იანვრის შუა რიცხვებამდე საჭირო თანხას მოაგროვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები