ავსტრალიის უმსხვილესი საავტომობილო მუზეუმი – Gosford Classic Car Museum გასაყიდად 48 საკოლექციო ავტომობილს გაიტანს. ვაჭრობით აუქციონის სახლი Pickles დაკავდება. გასაყიდად გატანილ ავტომობილებს შორის არის როგორც შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი მოდელები, ისე კლასიკური ევროპული სპორტქარები.
კერძოდ, გასაყიდად გაიტანენ ერთ დროს ყველაზე სწრაფ სერიულ გერმანულ ავტომობილს – 1981 წლის Porsche 911 Turbo-ს. სპორტქარი აღჭურვილია 3,3 ლიტრიანი „ტურბოოპოზიტური“ ძრავით, რომლის სიმძლავრეც 300 ცხენის ძალას შეადგენს და პირველი ასი კილომეტრის განვითარებას 5,4 წამში ახერხებს.
ამერიკული კლასიკიდან კი აუქციონზე წარმოდგენილი იქნება მაგალითად Ford Mustang Boss 351. ეს ერთ-ერთია გამოსული 1806 ეგზემპლარიდან, რომელიც 1971 წელს აიწყო. მას „Ford-ის უკანასკნელ ნამდვილ მასლ-ქარს“ უწოდებენ.
გარდა ამისა, აუქციონზე გაიყიდება იშვიათი ყველგანმავალი Holden HZ Overlander. ასეთი ავტომობილი 1977-1980 წლებში მხოლოდ 30 ეგზემპლარი ააწყვეს.