LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიაში კორონავირუსის ვაქცინა სავალდებულო ხდება

52
19virus-brief-austria-lockdown-videoSixteenByNine3000-v2

ავსტრიის ფედერალურმა საბჭომ მიიღო ახალი კანონი, რომელიც 18 წელს მიღწეულ მოქალაქეებს კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებას დაავალდებულებს.

სიახლე ძალაში რესპუბლიკის პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა. BBC-ის ინფორმაციით, კანონპროექტმა პარლამენტისგან მხარდაჭერა უკვე მიიღო.

ავსტრიელებს ვაქცინის გაკეთება თებერვლის შუა რიცხვებიდან მოუწევთ და ავსტრია გახდება პირველი ქვეყანა ევროპაში, სადაც მსგავსი კანონი იმოქმედებს.

ერთადერთი გამონაკლისი დაიშვება ორსული ქალებისთვის და მათთვის, ვისთვისაც აცრა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საშიშია. აცრისგან ნახევარი წლით დაისვენებენ ისინი, ვინც კოვიდი ახლახან გადაიტანა.

კანონის დაცვას ხელისუფლება 15 მარტიდან გააკონტროლებს.

მისი დარღვევის შემთხვევაში საკმაოდ სოლიდური ჯარიმა იმოქმედებს, პირველ ჯერზე – 600 ევრო, განმეორების შემთხვევაში – 3600 ევრო. ჯარიმისგან თავის არიდება შესაძლებელი იქნება, თუკი კანონდამრღვევი 2 კვირის ვადაში აიცრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები