საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ ავსტრიის დელეგაციას უმასპინძლა.
შეხვედრაში ავსტრიის ელჩი, ავსტრიის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის უფროსი, ავსტრიის კონსული საქართველოში და ავსტრიული კერძო სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ელჩის განცხადებით, ავსტრიული სამშენებლო კომპანიები დანტერესებულნი არიან საქართველოში დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით. „ავსტრია და საქართველო რთული რელიეფით ძალიან ჰგავს ერთმანეთს და ავსტრიულ სამშენებლო კომპანიებს მთა-გორიან რელიეფზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ,“ – განაცხადა ავსტრიის ელჩმა.
ირაკლი ქარსელაძემ სტუმრებს, დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ დეპარტამენტი დაინტერესებულია ტენდერებში გამოცდილმა და კვალიფიციაურმა კომპანიებმა მიიღონ მონაწილეობა.
მხარეები, მჭიდრო თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებაზე შეთახმდნენ.