LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიელები „წიგნთან პაემანზე“ დაპატიჟეს

139
thumb_1024x663_graz-mystery-books-11zon

ავსტრიაში, ქალაქ გრაცის ბიბლიოთეკამ სიყვარულის დღის აღსანიშნავად ყველა მსურველს საიდუმლო წიგნები დაურიგა, ავტორის და სახელწოდების გამხელის გარეშე. ინფორმაციას ამის შესახებ The Mayor ავრცელებს.

სპეციალურ ნაკრებში მოხვდა ნაკლებად ცნობილი ნაწარმოებები, ისეთები რომლებიც ბიბლიოთეკართა აზრით იმსახურებენ რომ მკითხველის სახით თავისი „მეორე ნახევარი“ იპოვონ.

ყველა წიგნი სქელ შეფუთვაში იყო შეხვეული და თან დართული ჰქონდა ბიბლიოთეკის თანამშრომელთა შეტყობინება. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოების სახელწოდება თავიდან დაფარული იყო, მკითხველს ხელნაწერ „მინიშნებასაც“ აძლევდნენ. მაგალითად, „ღიმილს შეუძლია საუკუნეს გაუძლოს“ – შესაძლოა ისტორიული რომანის მანიშნებელი იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები