LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიელებს ძველი ნივთების შეკეთებაში ფულს გადაუხდიან

116
Screenshot 2023-11-01 113426

ვენის მცხოვრებლები ძველი ნივთების შეკეთებას ამიერიდან უფასოდ ან 50%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ხელისუფლება მზადაა, თითოეული მოსახლე 100 ევრომდე თანხით დააფინანსოს, წერს The Local.

ამ პირობებით პრაქტიკულად ყველა ნივთის შეკეთებაა შესაძლებელი : დაწყებული ტანსაცმლით, მაგიდითა და ველოსიპედით დამთავრებული. რემონტისთვის ადგილობრივები 140-დან ერთ-ერთ ავტორიზებულ სახელოსნოში უნდა მივიდნენ.

აღნიშნული პროგრამა ვენაში პირველად 2020 წელს დაიწყო და 2023 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მას შემდეგ ქალაქის მცხოვრებლებმა 35 ათასი ნივთი შეაკეთეს და მერიამაც პროგრამის გახანგრძლივება გადაწყვიტა.

პროგრამის მიზანი „ევროპის მწვანე კურსის“ დაცვაა, რაც რესურსების დაზოგვას და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ამა თუ იმ ნივთის მოხმარების ვადის გახანგრძლივებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები