LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიის პოლიციამ Bugatti Chiron სიჩქარის გადაჭარბებისთვის დააკავა

106
ავსტრიის პოლიციამ Bugatti Chiron სიჩქარის გადაჭარბებისთვის დააკავა

ავსტრიის პოლიციამ სიჩქარის გადაჭარბებისთვის Bugatti Chiron დააკავა. ვენის ქუჩებში თვითმხილველებს უცნაური სცენის ნახვის საშუალება მიეცათ: პოლიციის ევაკუატორმა კანონდამრღვევს 3 მილიონ ევროდ შეფასებული ჰიპერქარი ჩამოართვა. Bugatti-ს მძღოლი ქალაქში 123 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა, რაც სერიოზული კანონდარღვევაა. ავსტრიული კანონებით, სიჩქარის საათში 60კმ-ზე მეტით გადაჭარბება მართვის მოწმობისა და ავტომობილის ჩამორთმევით ისჯება: ასე გამოვიდა ამ შემთხვევაშიც.

ჰიპერქარის მძღოლმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა თავიდან აერიდებინა, იმასაც კი ამტკიცებდა რომ ავტომობილი მას არ ეკუთვნოდა. თუმცა, ავსტრიაში ამ ფაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა, როცა სატრანსპორტო საშუალების კონფისკაცია შემდგომ მისი აუქციონზე რეალიზებისთვის ხდება: ამ შემთხვევაში სიჩქარე 80 კმ/სთ-ით უნდა იყოს გადაჭარბებული. აღნიშნულ შემთხვევაში კი კანონდამრღვევმა თავი ჯარიმით და მართვის მოწმობის ჩამორთმევით დააღწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები