LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიის ყველაზე ფოტოგენური ქალაქის მაცხოვრებლები ტურისტების რაოდენობის შემცირებას ითხოვენ

139
thumb_1024x663_hallstatt-square-11zon

ავსტრიული ქალაქის, ჰალშტატის მაცხოვრებლები მერიისგან ითხოვენ, რომ ტურისტთა რაოდენობა შეიზღუდოს და ყოველდღიურად გარკვეული რაოდენობის ვიზიტორი იყოს მხოლოდ დაშვებული. საქმე ისაა, რომ ჰალშტატი ანიმაციური ფილმის „გაყინულის“ შექმნის ინსპირაციად იქცა და მას შემდეგ დასახლებას აუარებელი ადამიანი მიაწყდა. თავად ქალაქში მხოლოდ 700 მაცხოვრებელია, ზაფხულობით კი ვიზიტორთა რაოდენობა დღეში 10 ათასს აღწევს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მოგზაურებს ლამაზი ხედები იზიდავთ, ეს ხედები კი ქალაქის ყველა ქუჩიდან იშლება. ჰალშტატი ალპებში, პირდაპირ ტბის პირასაა გაშენებული. მთის პეიზაჟის, კრისტალური წყლის და არაჩვეულებრივი ხის სახლების კონტრასტი ჯადოსნური სამყაროს შთაბეჭდილებას ქმნის.

ვიზიტორთა ნაკადები ბევრ ნაგავს ტოვებენ და ასევე ძალიან ხმაურობენ. სწორედ ამიტომ, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება რომ კომუნაში ყოველდღიურად მხოლოდ 450 ავტომობილი და 54 ავტობუსი დაუშვას. თუმცა, ადგილობრივთა აზრით ეს საკმარისი სულაც არ არის და ისინი უფრო მკაცრი წესების შემოღებას ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები