მსოფლიო ბანკმა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების მეხუთე პროექტისთვის 140 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს საგზაო ქსელის მართვას და უზრუნველყოფს შესაბამისი გარემოს შექმნას ლოჯისტიკური სერვისების გასაუმჯობესებლად.
“ეს პროექტი ხელს შეუწყობს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულებას საქართველოში. უზრუნველყოფილი იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან,“- აღნიშნა მსოფლიო ბანკის უფროსმა სპეციალისტმა ტრანსპორტის სფეროში და პროექტის ხელმძღვანელმა მუსტაფა ბენმაამარმა.
პროექტის მთავარი ბენეფიციარები იქნებიან გზის მომხმარებლები, რომლებიც სარგებელს მიიღებენ გზის განახლებით და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებით. კერძოდ, მაღალი ხარისხით და მომსახურების დონით, გადატვირთულობის შემცირებით, ურბანული დასახლებების სახიფათო კვეთის თავიდან აცილებით, ხაშურის შემოვლითი გზისა და ახალი სეგმენტების გაჩენის საშუალებით, და ტრანსპორტის ღირებულების კლების გამო მიღებული დანაზოგებით.
მსოფლიო ბანკის დაფინანსებამ საქართველოში 1992 წლის შემდეგ დაახლოებით 2.39 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე საინვესტიციო პორტფელი 10 პროექტისგან შედგება, რომელიც ფინანსდება განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (IDA) და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (EBRD) სესხებით. მათი საერთო მოცულობა 670 მილიონი აშშ დოლარი