მადრიდის ავტობუსებზე ნამდვილ ბაღებს გააშენებენ. ესპანეთის დედაქალაქში ცდილობენ, რომ ცხოვრების ხარისხი გაზარდონ, სწორედ ამიტომ მუნიციპალიტეტში 6 ახალი პროექტი დაამტკიცეს. მათ შორის ყველაზე საინტერესო ინიციატივა კი „Muevete en verde” – ანუ იმოძრავე მწვანე ფერში აღმოჩნდა.
სიახლე ავტობუსების სახურავებზე მცენარეების დარგვას გულისხმობს, გარდა ამისა, გამწვანდება ავტობუსების გაჩერებებიც. იდეის ავტორთა მთავარი მიზანი – მადრიდის ქუჩებში მეტი სუფთა ჰაერის შემოტანაა. აღსანიშნავია, რომ გამწვანება დასაწყისისთვის ორ ხაზს – 27-ე და 34-ე ნომრებს შეეხება და მომავალში სხვა მარშრუტებზეც გავრცელდება.