LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოექსპერტები გვეხმარებიან, როგორ შევარჩიოთ სწორად ხალიჩა

63

ავტომფლობელების უმრავლესობა საავტომობილო ხალიჩას სათანადო ყურადღებას არ უთმობს, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ეს დეტალი გვეხმარება შევინარჩუნოთ ავტომობილში სისუფთავე და დავიცვათ სინესტისგან და სიბინძურისგან.

დღეისათვის უამრავი ტიპის საავტომობილო ხალიჩა არსებობს. მათგან ყველაზე პოპულარული 3D დასაფენია სახელად weathertech. მთავარი განსაკუთრებულობა ხარისხი და ინტერიერის ქუჩის ნაგვისგან დაცვაა. გარდა ამისა, მათი მოვლა მარტივია და სხვებთან შედარებით უფრო დიდ ხანს ძლებს. ხალიჩა რელიეფური იატაკის იმიტაციას აკეთებს.

ავტოექსპერტები უფრო ხელმისაწვდომ ვარიანტსაც გამოყოფენ – რეზინის დასაფენს. მათი გარეცხვა ადვილია და არჩევანიც დიდია.

ავტომფლობელებს, რომლებსაც სურთ სალონში სინესტე გააქრონ, სპეციალისტები ტექსტილის ხალიჩებს ურჩევენ. ისინი კარგად იწოვენ სისველეს, თუმცა გაშრობასაც დიდი დრო სჭირდება, რამაც შესაძლოა ბაქტერიების გამრავლებაც გამოიწვიოს.

სითბოს მოყვარულებისთვის სპეციალისტები ხელოვნური ბეწვის ხალიჩას უწევენ რეკომენდაციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები