LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილის გარეშე დღემ ბრიუსელში ჰაერი მთელი 30%-ით გაასუფთავა

168

ავტომობილის გარეშე დღემ ბრიუსელში ჰაერი მთელი 30%-ით გაასუფთავა. გასულ კვირას მსოფლიომ „დღე ავტომობილის გარეშე“ აღნიშნა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთი დღით ავტომობილი ყველას სახლში უნდა დაეტოვებინა და გარეთ ფეხით ან ველოსიპედით გასულიყო. აქციას ბევრი ევროპული ქვეყანა შეუერთდა და მასში მთლიანობაში 2,5 ათასზე მეტი ქალაქი მონაწილეობდა. ქალაქებმა სხვადასხვა ღონისძიებები ჩაატარეს, რომელთა უმრავლესობის მიზანიც გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლა იყო. ერთ-ერთი გამორჩეული შედეგი ქონდა ბელგიის დედაქალაქს, სადაც ამ დღესთან დაკავშირებით ცენტრალური გზების ნაწილი საერთოდ გადაიკეტა და ადგილობრივებს გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ფეხით უწევდათ. შედეგად, ჰაერში მავნე ნივთიერებების რაოდენობა 30%-ით შემცირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები