LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილის პოლირება: რა უნდა ვიცოდეთ პოლირების შესახებ

229

ხარისხიანი პოლირება გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ავტომობილს სწრაფად და იაფად გააცალოთ ზედმეტი ნადები. თუმცა, საყურადღებოა ის ნიუანსები, რომელიც ავტომობილის პოლირებას ახლავს თან, რაშიც ნაკლებად ერკვევა ავტომფლობელი. ჩვენი დღევანდელი სტატიაც სწორედ ამ ნიუანსებთან გამკლავებაში დაგვეხმარება…

ავტომობილის პოლირების პროცესი რამდენიმე ნაწილად იყოფა: დეფექტების აღმოჩენა და დამუშავება. სპეციალური სითხის დამუშავებულ დეფექტებზე დატანა და  სპეციალური დანადგარით დამუშავება.

დეფექტების აღმოჩენის შემდეგ შასი საფინალო დამუშავებას მოითხოვს. დამუშავების არასწორად წარმართვის შემთხვევაში დეფექტები შეიძლება კიდევ უფრო პრობლემური გახდეს. შესაბამისად სანამ სპეციალურ სითხეს შასზე მოვათავსებთ, დეფექტების კარგად დამუშავებაა საჭირო, რასაც სპეციალური სისქის ზუფარის ქაღალდი (შკურკა) სჭირდება.

 

 

დეფექტების ხარისხიანად დამუშავების შემდეგ, სპეციალური სითხე დამუშავებულ დეტალებზე უნდა დავიტანოთ და რამდენიმე წუთით უნდა ვაცადოთ, რომ დამუშავებული დეფექტებმა სითხე მიიღოს. ამის შემდეგ კი სპეციალური რბილი ღრუბელის დახმარებით გულდასმით ვწმენდთ სითხით გაჟღენთილ ადგილებს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პოლირების დროს, ავტომობილს მბზინვარებაც აკლდება, ამიტომ მისი ხშირად დამუშავება რეკომენდებული არ გახლავთ. რაც შეეხება პოლირების შემდეგ ავტომობილის გარეცხვას, კარგი იქნება, თუ ავტომობილს წყლისგან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში დავიცავთ.

 

 

საყურადღებოა ისიც, რომ თითოეულ ავტომობილს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება ამ მხრივ, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის სითხის გამოყენებას, ეს კი ნიშნავს იმას, რომ არასწორად შერჩეულმა პოლირების სითხემ შეიძლება ავტომობილის შასის საღებავი დააზიანოს. დაზიანებული საღებავის აღდგენა კი ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ, რომ პოლირების შემთხვევაში ავტომობილი სპეციალისტებთან მივიყვანოთ.

პოლირების ყოველი შემთხვევისას, აუცილებელია გამოვიყენოთ შესაბამისი ღრუბელი და დანადგარი, რომელიც ჩვენს ავტომობილს ზედმეტი დაზიანებებისგან დაიცავს, დანადგარის მუშაობის ბრუნი არ უნდა აღემატებოდეს 1500 ბრუნს წუთში, სასურველია, თუ დანადგარს 900-დან 1100 ბრუნამდე დავტვირთავთ, სხვა შემთხვევაში ავტომობილის შასის დაზიანება გარანტირებულია.

 

 

გარდა ამისა, სპეციალისტები არ უწევენ რეკომენდაციას ავტომობილის კბილის პასტის დახმარებით პოლირებას. როგორც ისინი ამბობენ, მსგავსი ქმედებებით ჩვენ დიდ ზიანს ვაყენებთ ავტომობილის საღებავსა და თავად ავტომობილსაც. კბილის პასტის გამოყენებამ შეიძლება ჩვენს ავტომობილზე გააჩინოს კოროზიები და დეფექტები, რომელსაც მხოლოდ შეცვლის, ან სპეციალური სამუშაოების ჩატარების შემდეგ შევძლებთ, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული…

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები