LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომწარმოებელმა ლუდის გაყიდვა დაიწყო

59

ბრიტანულმა კომპანია Morgan-მა ლუდის გაყიდვა დაიწყო. სამ ბოთლიანი ნაკრები, რომელშიც სხვადასხვა სახეობის ლუდი შედის, ბრიტანული მარკის მოდელებს ეძღვნება და მათი შეძენა მხოლოდ ავტომწარმოებლის ქარხანასთან არსებულ მაღაზიაშია შესაძლებელი.

ქაფიანი სასმელის წარმოებით დაკავებულია კომპანია Friday Beer Company, რომელიც Morgan-ის მშობლიურ ქარხანაში, მალვერნში ფუნქციონირებს. მუყაოს შეფუთვაში ერთი ნაკრების ფასი 15 ფუნტი სტერლინგია.

ლუდი სახელწოდებით Morgan 4/4 Blonde Ale  მარკის პირველ ოთხ ბორბლიან ავტომობილს ეძღვნება, რომელიც დღემდე გამოდის. ეს არის ორ ადგილიანი როდსტერი კლასიკური დიზაინით. ლუდის სიმაგრე 4,4 გრადუსია.

Morgan 3 Wheeler Dark Mild Ale სამ გრადუსიანი სიმაგრით გამოირჩევა და სამ ბორბლიან Morgan-ს ეძღვნება, რომელიც ასევე დღემდე გამოდის. 2016 წელს ფირმამ მოდელის ელექტროვერსია წარმოადინა, რომელშიც რესტრო სტილი შეინარჩუნა.

Morgan Aero 8 Rye Ale სპორტქარ Aero 8-ს საპატივცემოდ ისხმევა. ეს არის ორ ადგილიანი როდსტერი, რომელიც სამოდელო ხაზში 2015 წელს დაბრუნდა. მისი სიმაგრე 4,8%-ია, რაც რვა ცილინდრიანი ძრავის 4,8 მოცულობას ”იმეორებს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები