LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომწარმოებლებს ელექტროქარების წარმატების აღარ სჯერათ

123
375675676

საავტომობილო კომპანიების ხელმძღვანელები სულ უფრო და უფრო მეტად ღელავენ ელექტროფიკაციის წარუმატებლობაზე.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გამოკითხულია სულ 915 ტოპ-მენეჯერი და მათი 76% შიშობს, რომ „ელემენტიან“ მოდელებზე გადასვლა ეკონომიკური პრობლემების გამო მარტივი არ იქნება და ამ პროცესს ინფლაციაც შეუშლის ხელს.

2030 წლისთვის ელექტროქარების გაყიდვის პროგნოზები სულ უფრო და უფრო ნაკლებად ოპტიმისტურია. გასულ წელს ავტომწარმოებლები თვლიდნენ, რომ ახალი ათწლეულისთვის „მწვანე“ ტრანსპორტი მსოფლიო ავტო ბაზრის 70%-ს დაიკავებდა, წელს კი ეს ციფრი 40%-მდეა შემცირებული. თუკი ეს პროგნოზი ასრულდება, ბევრ ქვეყანას სერიოზული პრობლემა შეექმნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები