რამდენი ადამიანი იყენებს მობილურის, თუ სხვა ტიპის დამტენებს გადაადგილებისას და აზიანებს თუ არა დამტენი აკუმულიატორს?
თანამედროვე ავტომობილების უმეტესობას USB-ს სატენები აქვს, რომელიც გვაძლევს საშუალებას ჩვენი სმარტფონები, თუ პლანშეტები ავტომობილის აუდიო სისტემასა თუ სხვადასხვა გაჯეტებს დავუკავშიროთ. თუმცა, საქმე იმაში გახლავთ, რომ USB პორტებს ძრავიდან მცირეოდენი ენერგია მიეწოდება და სწორედ ამიტომ, ჩვენი გაჯეტები ნელი ტემპით იტენება.
მაგალითად, იმისათვის, რომ ავტომობილში თქვენი ტელეფონი ნულიდან 15%-მდე დაიმუხტოს დაახლოებით 1 საათი სჭირდება. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ავტომობილის მფლობელები ცდილობენ შეიძინონ უფრო მძლავრი 12 ვოლტიანი მოწყობილობები.
რა შედეგს გვაძლევს 12 ვოლტიანი დანადგარები? თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ და ავტომობილების კომპიუტერიზაციამ, ადამიანებში მოთხოვნილებების გაზრდა გამოიწვია. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ავტომწარმოებლები გაზრდილ მოთხოვნებს ან ვერ, ან არ აკმაყოფილებენ, სწორედ ამიტომ, გამოიგონეს ხელსაწყოები, რომლებიც დამატებით თანხებთან არის დაკავშირებული. თუმცა აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაჯეტები ავტომობილებს ( და ამ შემთხვევაში ელექტრო ენერგიას) ძალიან დიდ დახმარებას უწევენ.
აყენებს თუ არა ზიანს თანამედროვე გაჯეტები აკუმლიატორს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან მარტივია. გარდა USB პორტებისა, ავტომობილის ენერგია ცენტრალურ საკეტებსა და სხვა კომფორტულ მოწყობილობებსაც ამუშავებს. შესაბამისად, თუ ჩვენ ავტომობილს დიდი ხნის განმავლობაში გავაჩერებთ, სავარაუდოა, რომ აკუმულიატორს მობილურის დამტენზე მეტად, სწორედ ზემოთხსენებული კომფორტული მოწყობილობები დააზიანებს.
ჩვეულებრივი აკუმულიატორი საათის განმავლობაში 40 ამპერამდე ენერგიას გამოიმუშავებს. ხოლო მობილურის თუ სხვა მსგავსი მოწყობილობის დამუხტვას 14,2 მილიამპერი სჭირდება. შესაბამისად, ირკვევა, რომ თუ 1 ამპერის გამომუშავებას 40 საათი სჭირდება, იმისათვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ USB პორტის საშუალებით აკუმულიატორი დაზიანდეს, 2817 საათია საჭირო, ანუ 117 დღე. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ავტომობილით ყოველდღიურ რეჟიმში ვახდენთ გადაადგილებას, საგანგაშო არაფერია.
ამასთანავე, თუ თქვენ სამოგზაუროდ გიწევთ წასვლა და ავტომობილის უმოძრაოდ დატოვება გიწევთ, მშვიდად ბრძანდებოდეთ. რადგან, თუნდაც USB პორტის არ გამორთვის შემთხვევაში, ყველაზე ცუდი აკუმლიატორის დაზიანებასაც კი ერთ თვეზე მეტი დრო სჭირდება…