LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიის კურორტები, სადაც ზამთარში უნდა დაისვენოთ

197

იქ, სადაც სერფინგი ყოველთვის აქტუალურია… იქ სადაც ჩაძირულ გემებში განძის პოვნა შეიძლება… იქ სადაც უძველესი ტაძრებია და ჯუნგლებში ჩაკარგულ ქალაქებში სეირნობა ერთი სიამოვნებაა… გთავაზობთ აზიის ცნობილ კურორტებს, სადაც ზამთარშიც კი, ზაფხულია.

 

 

 

 

 

 

 

ბალი

ზღაპრული, ფანტასტიკური და შეშლილი ბალი იდეალური ადგილია, თაფლობის თვისთვის და რომანტიკულ ღამის გასატარებლად მთვარის შუქზე, მეგობრებთან ერთად დროს მხიარულად გასატარებლად და ოჯახური შვებულების მოსაწყობად, ახალბედა სერფერების კი, ბალიზე ყველაზე ”სტუმართმოყვარე” ტალღები ელოდებიან.

kurorti-azii-bali

გოა

გოა პორტუგალიის ყოფილი კოლონიაა დასავლეთ ინდოეთის სანაპიროზე. მართალია, მას არც თეთრი ქვიშა, გამჭვირვალე ზღვა და ფერადი რიფები აქვს, მაგრამ აქ უამრავი ულამაზესი ტაძარი და უძველესი ციხე–სიმაგრეა. მთავარი კი, მაინც ”გოას სული” ანუ ლაღი ცხოვრების სიყვარულია.

kurorti-azii-goa

შრი-ლანკა

არომატული ჩაის წყალობით შრი-ლანკა ბევრისთვის ცეილონის სახელითაა ცნობილი. მრავალრიცხოვან სტუმრებს კუნძული თავისი ოქროსფერი პლაჟებით და ტროპიკული ტყეებით, მარჯნის რიფებით და  არქიტექტურული ძეგლებით, ულამაზესი ჩანჩქერებით და ჩაის პლანტაციებით იზიდავს.   

kurorti-azii-shri-lanka

პხუკეტი

პხუკეტს უამრავი ულამაზესი პლაჟი აქვს, ასე რომ არჩევანიც დიდია. მთავარია, მრავალფეროვნებამ არ დაგაბნიოთ და სწორი არჩევანი გააკეთოთ ხმაურიანი ღამის ცხოვრებით ცნობილ პატონგას პლაჟსა და ოჯახური დასვენების ოაზისად წოდებულ ნაი-ჰარნმს შორის.

kurorti-azii-phuket

ლანგკავი

ტროპიკული ტყეებით დაფარული მთებს შორის მოქცეული პლაჟები, მზის სხივებით გამთბარი კოტეჯები და ”თავხედი” მაკაკები, რომლებიც დამსვენებლებს პირდაპირ ხელიდან აცლიან ნუგბარს – ყველაფერი ეს ლანგვაკია, სადაც წითელი ჟასმინი ხარობს, ბაზრის დახლები კი, სავსეა მწიფე პაპაიათი, რამბუტანით და ყვითელი საზამთროთი.   

kurorti-azii-langkavi

მალდივის კუნძულები

მალდივის კუნძულებიდან კმაყოფილ დამსვენებელს სულიერი სიმშვიდე და მაისურები ჩამოაქვს საფირმო წარწერით ”No news, no shoes”. ფეხსაცმლის ტარება აქ მართლაც არაა საჭირო, რადგან რბილი და სასიამოვნო თეთრი ქვიშა არქიპელაგის 1 200 კუნძულის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, სამყაროში მიმდინარე მოვლენები კი, კუნძულებზე არავის აირტერესებს, ამიტომ თანამედროვე ცხოვრების გიჟური ცხოვრებისგან დასვენება და სიმშვიდის მოპოვება მალდივებზე ყველას თავისუფლად შეუძლია.

kurorti-azii-maldivi

სამუი

ერთ დროს მშვიდ კუნძულზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა 1970-იან წლებში დაიწყო, სამი ათწლეულის შემდეგ კი, აბორიგენების პატარა კუნძული ევროპელი ტურისტების სამოთხედ იქცა თავისი ქათქათა თეთრი ქვიშის პლაჟებითა და ქოქოსის პალმის ხეივნებით.

kurorti-azii-samui

ვუნგატაუ

სამხრეთ ვიეტნამის პოპულარული კურორტი ჰოშიმინიდან სულ რაღაც 125 კილომეტრშია, რაც მას ტურისტებისთვის ორმაგად მიმზიდველს ხდის, რადგან ნებისმიერს თავისუფლად შეუძლია ჯერ კეთილმოწყობილ პლაჟზე ინებივროს, მერე კი, ლეგენდარული საიგონის ღირსშესანიშნაობები მოინახულოს.

kurorti-azii-vungtau

ჰაინანი

ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობოლი გამაჯანასაღებელი კურორტი ჰაინანი, თავისი მინერალური წყლებითა და გამოცდილი მედიკოსებით, ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს, რბილმა კლიმატმა და თბილმა ზღვამ მთელი წლის განმავლობაში კი, კურორტს ”აღმოსავლური ჰავაის” სტატუსი შესძინა.   

kurorti-azii-hainan

კერალა

კერალის სანაპირომ არაბეთის ზღვაზე, პოპულარობა თავისი სუფთა პლაჟებით და ქოქოსის პალმების ხეივნებით მოიპოვა. როგორც ამბობენ, სწორედ აქ დაიბადა ვედიჩისტური მედიცინა, რომელიც გამოცდილი პაციენტების მტკიცებით, სხეულთან ერთად სულსაც კურნავს.

kurorti-azii-kerala

სიანუკვილი

კამბოჯას ერთადერთი საზღვაო კურორტი სიანუკვილი იმავე ყურეშია, სადაც ტურისტების საყვარელი ტაილანდური პატაია. თუმცა, პოპულარული მეზობლისგან განსხვავებით, კამბოჯური კურორტი მშვიდი დასვენების მოყვარულთათვისაა განკუთვნილი.

kurorti-azii-sianukvil

ფანტხიეტი

ჰოშიმინიდან 200 კილომეტრში მდებარე პატარა კურორტი ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა აზიის მოყვარულ ტურისტებს შორის. ფანტხიეტმა ერთნაირი მოწონება დაიმსახურა როგორც ხმაურიანი გართობის მოყვარულ ახალგაზრდებს, ისე ოჯახურ წყვილებს შორის. კურორტზე დასასვენებლად არაა აუცილებელი ელოდოთ ზაფხულს, რადგან აქ ზამთარშიც კი ზაფხულია.  

kurorti-azii-fanthiet

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები