ტაივანის ხელისუფლებამ ტურიზმის მხარდასაჭერად ახალი პროგრამა დააანონსა – 2023 წელს დასასვენებლად ჩასულ თითოეულ მოგზაურს 5000 ტაივანურ დოლარს გადაუხდიან. სიახლის დეტალებს The Points Guy ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი რაც შეიძლება მეტი ტურისტის მოზიდვაა, ხელისუფლების ვარაუდით მინიმუმ 6 მილიონი ადამიანის.
ტაივანმა კოვიდის შემდეგ საზღვრები მხოლოდ 2022 წლის ოქტომბერში გახსნა და წინა წლებთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა ათჯერ მაინცაა შემცირებული. პანდემიამდე ტურისტთა რიცხვი წელიწადში 11,8 მილიონი იყო, გასულ წელს კი მაჩვენებელი 9000-ს ძლივს აღწევდა.
რაც შეეხება 5000 დოლარს, ეს ფული ტურისტებს სპეციალურ ბარათებზე ჩაერიცხებათ და მის დახარჯვას ტაივანში მოგზაურობის დროს შეძლებენ. ასე რომ, მთელი ფული ტურისტულ სექტორს მოხმარდება.
 
				 
															
 
															 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 