LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაგები-წყნეთის გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

71
WhatsApp Image 2021-11-24 at 17.24.09

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ მეწყრულ ზონაში მთის ფერდის მცირე ნაწილი ჩამოიშალა.

ადგილზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, გეოლოგები და კონსტრუქტორები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დაიგეგმა ფერდის გამაგრების საპრევენციო ღონისძიებები.

შესაბამისად, პრევენციული სამუშაოების წარმოების მიზნით, 26 ნოემბერს, 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე და ასევე, 27 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.