LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჰამის კუნძულები პლუს-ზომის მოგზაურებს ელის

22

ბაჰამის კუნძულები პლუს-ზომის მოგზაურებს ელის. გამოცემა „ABC news”-მა იპოვა სასტუმრო, რომელიც ზედმეტი წონის მქონე ადამიანებისთვისაა შექმნილი. დაწესებულება ჯერ კიდევ 2 წლის წინ გაიხსნა, თუმცა ჟურნალისტებმა მისი არსებობის შესახებ მხოლოდ ახლახანს გაიგეს.

სასტუმროს მფლობელმა ჯეიმს ქინგმა პროექტი ჯერ კიდევ 15 წლის წინ ჩაიფიქრა, როცა ნახა თუ რა სირთულეებს აწყდებოდნენ პლუს-ზომის მოგზაურები. სწორედ ამიტომ, მან შექმნა “The Resort”, რომელიც 24 ადამიანზეა გათვლილი და 6 ღამის გათენება 16,4 ათასი დოლარი ღირს. სასტუმროში განთავსებული საწოლები თუ სკამები 680 გკ-მდე წონის დამსვენებლებზეა გათვლილი, თანაც გარეგნულად ჩვეულებრივი ავეჯისგან არაფრით განსხვავდება. თუმცა, როგორც ჯეიმსი ირწმუნება, მისი დაწესებულების მთავარი ღირსება არის ის ემოციური მხარდაჭერა, რომელსაც მათთან მისული ყველა ვიზიტორი იღებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები