შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ბახმაროს მიმართულებით მოძრაობა დიდთოვლობის გამო აიკრძალა.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.