LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბამბლბი“ აუქციონზე გაიყიდება

48

პოპულარული ამერიკულ აუქციონზე Barret-Jackson უნიკალური ავტომობილი Chevrolet Camaro გაიყიდება, რომელიც ამერიკაში 1967 წელს გამოჩნდა და პოპულარულია იმით, რომ მონაწილეობას იღებდა ფანტასტიკურ ბოევიკში Transformers 4: Age Of Extinction. ამ ეტაპზე ავტომობილი ფილმის რეჟისორს, მაიკლ ბეის ეკუთვნის.

უნიკალური ავტომობილის ძარა შავ და ყვითელ ფერშია გაწყობილი, გარდა ამისა „ბამბლბი“ განსხვავებული აბვესითა და დისკებითაც გამოირჩევა. სალონში მოთავსებულია სპორტული სავარძლები, საჭე და ნავიგაციის სისტემის უნიკალური დეტალები.

„ბამბლბი“ კაპოტქვეშ 8 ცილინდრიან მძლავრ ძრავს მალავს, რომელიც 6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით იმართება. გარდა ამისა, მას გააჩნია უნიკალური დაკიდების სისტემა და სამუხრუჭე სისტემა, რომელიც სპეციალურად ამ ავტომობილისთვის Wilwood-მა დაამზადა.

შეგახსენებთ, რომ აუქციონი იანვრის ბოლოს გაიმართება, თუმცა ლოტის საწყისი ფასი ჯერჯერობით უცნობია.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ Barret-Jackson-ის აუქციონზე წარმოდგენილი იქნება ლეგენდარული Volkswagen Jetta რომელიც ფილმ „Fast and Furious“-ის პირველ ნაწილში მონაწილეობდა. ავტომობილს საბარგულზე პოლ უოკერის ავტოგრაფიც ამშვენებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები