„ბარსელონამ“ დაითვალა რამდენი გოლი გაიტანა მესიმ თითოეული მაისურით. ლიდერობს 2011/12 წლების ჯერსი.
„ლივერპულთან“ მატჩში ლეო მესიმ მე-600 გოლი შეაგდო „ბარსელონას“ შემადგენლობაში.
კატალონიელებს არ დაეზარათ და დათვალეს კლუბის სხვადასხვა მაისურით გატანილი არგენტინელის ყველა გოლი. პირველ ადგილზე აღმოჩნდა 2011/12 წლების საშინაო ფორმა, რომლითაც მესიმ 60 გოლს (!) მოუყარა თავი.
მესიმ 491 გოლი გაიტანა მარცხენა ფეხით, 85 – მარჯვენათი, 22 – თავით, 1 – სხეულით, 1 – ხელით.
პირველი გოლი არგენტინელმა 2005 წლის 1 მაისს გაიტანა „ალბასეტეს“ კარში.