LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსას მესის ვალი აქვს, მაგრამ მილიონებს კიდევ იქით ჰპირდება

96
e77599d2eef4419e89acd6fa7c6d3021500x500@2x

„ბარსელონამ“ მესის 63.5 მლნ ევრო უნდა მისცეს. ფეხბურთელს ჯერ მხოლოდ 8.5 მლნ გადაუხადეს 72-დან.

ინფორმაცია, რომ კლუბი თავის კაპიტანს ფულს არ უხდის, „მარკამ“ გააჟღერა.

„ბარსამ“ არგენტინელს ეს 8.5 მლნ იანვრის ბოლოს გადაურიცხა, არადა მთელი 72 მლნ ჰქონდა მისაცემი.

გამოდის, რომ „ბარსელონას“ მესის 63.5 მლნ ევროს ვალი აქვს. ეს თანხა მოიცავს ბონუსებს პირველი გუნდის განაცხადში ყოფნისთვის და საიმიჯო უფლებებს.

„ბარსელონა“ მესის 39 მლნ ევროს გადაუხდის ლოიალურობისათვის არგენტინელი ზაფხულში გუნდიდან რომც წავიდეს მაინც. ამას უკვე El Mundo წერს.

შეთანხმების თანახმად ეს ფული მესიმ ივლისში უნდა მიიღოს.

 

მესის კონტრაქტმა გაჟონა: ნახევარ მილიარდზე მეტი და მილიონობით ბონუსები

თუ გახსოვთ ნეიმარი მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ში გადავიდა, „ბარსელონას“ 26 მლნ ევროს თხოვდა და ამტკიცებდა, რომ კატალონიელებმა მას კონტრაქტის გახანგრძლივებისას ლოიალურობისათვის ასეთი მსუყე ბონუსის გარანტია მისცეს. ეს ფული ფეხბურთელს პსჟ-ში წასვლის წინ უნდა აეღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები