LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონა ბამპერბოლებით ერთობა (ვიდეო)

28

„ბარსელონამ“ ფეხბურთი ბამპერბოლებით ითამაშა.
კატალონიური გრანდის ყველაზე მაგარი ვარჯიში.

ასეთი ვარჯიში ფეხბურთელებს მოეწონათ: ისე, თავიდან მათ ბურთი დაივიწყეს და ერთმანეთს ეჯახებოდნენ, ლუის სუარესი კი საერთოდ გამოვარდა ბამპერბოლიდან. მერე გაჩაღდა ფეხბურთი, ოღონდ ტიკი-ტაკას გარეშე.

„ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატს 20 აგვისტოს დაიწყებს „ბეტისის“ წინააღმდეგ, თუმცა მანამდე მეორე სევილიურ გუნდთან „სევილიასთან“ ესპანეთის სუპერთასი აქვს სათამაშო: 14 აგვისტოს სტუმრად და 17-ში შინ.

ამ ზაფხულს „ბლაუგრინამ“ ანდრე გომიში, სამუელ უმტიტი, ლუკ დინი და დენის სუარესი დაიმატა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები