LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონა ეროტიკის დღესასწაულს უმასპინძლებს

45

ბარსელონა ეროტიკული სალონისთვის ემზადება. საიუბილეო 25-ე სალონი წელს 5 ოქტომბერს დაიწყება და მხოლოდ 4 დღე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ღონისძიება წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა და მასზე დასასწრებად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000 სპეციალისტი ჩადის. ეროტიკის დღესასწაულს წელს ამერიკელი, გერმანელი, სამხრეთ კორეელი, ჰოლანდიელი, ფრანგი, იტალიელი და არგენტინელი ელჩები წარუძღვებიან. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ლექციები, მასტერ-კლასები, დოკუმენტური ფილმების ჩვენება და დასკვნით ნაწილში ეკროტიკული პროდუქციაც გაიყიდება.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სალონს 26 ათასი სტუმარი ყავდა. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის ფასი 20 ევროა, 65 წელს გადაცილებული სტუმრებისთვის კი სპეციალური ფასდაკლება იმოქმედებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები