LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონა – მანჩესტერი: მატჩამდე

777
mini_2019-04-15-ENTRENO-157

დღეს ჩემპიონთა ლიგის ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდება. კლასიკური თამაშებია. „ნოუ კამპზე“ „ბარსელონა“ „მანჩესტერს“ მასპინძლობს. პირველი თამაში კატალონიელებმა გასვლაზე 1:0 მოიგეს და ფავორიტად მიიჩნევიან.

ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს 12-ჯერ შეხვედრილან და მცირე უპირატესობას „ბარსელონა“ ფლობს, რომელმაც 5 თამაში მოიგო, ოთხიც ფრედ დასრულდა, ხოლო სამჯერ გამარჯვება ინგლისელებს დარჩათ. ბურთების ბალანსი ესპანელთა სასარგებლოდაა (21:15).

“ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე 30 მატჩია არ დამარცხებულა (27 მოგება, 3 ფრე).

„კამპ ნოუზე“ „ბარსელონა“ ინგლისური გუნდების წინააღმდეგ: 20 მოგება, 11 ფრე, 2 წაგება. ბოლო 9 თამაშიდან კი 7-ჯერ დაამარცხა ინგლისური გუნდები.

„ბარსელონა“ 38 შემთხვევიდან 36-ჯერ მომდევნო ეტაპზე გავიდა, როდესაც პირველი თამაში სტუმრად მოიგო.

„ბარსელონას“ 4 გოლი აკლია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე 500 გოლი დაუგროვდეს. ასეთი მიღწევით მხოლოდ მადრიდის „რეალი“ დაიკვეხნის.

ლიონელ მესის 2013 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არ გაუტანია.

„მანჩესტერი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 2013-2014 წლების სეზონის შემდეგ პირველად თამაშობს. „ბარსელონა“ კი ბოლო სამი სეზონია ასპარეზობას სწორედ ამ ეტაპზე ასრულებს.

„იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეორედ სწორედ „კამპ ნოუზე“ მოიგო, სადაც „ბაიერნი“ 2:1 დაამარცხა და გამარჯვების გოლი ოლე გუნარ სულშერმა გაიტანა.

„მანჩესტერი“ „ოლდ ტრაფორდზე“ „ბარსელონასთან“ 4 თამაშია დაუმარცხებელია (2 მოგება, 2 ფრე).

„მანჩესტერის“ ბალანსი პლეი-ოფში ესპანურ გუნდებთან ასეთია: 6 მოგება, 8 წაგება

 

„იუნაიტედს“ ევროთასებზე ბოლო 29 მატჩიდან სტუმრად მხოლოდ 7 აქვს წაგებული (17 მოგება, 5 ფრე).

 

 

ერნესტო ვალვერდე („ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი)

„მანჩესტერს მატჩების ბოლოსთვის ყოველთვის რაღაც აქვს მოტოვებული. ლიგაზე სტუმრად გამართული ოთხი მატჩიდან სამი მოიგეს, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. პირველი მატჩის შედეგი არაფერს წყვეტს“.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (“ბარსელონას” მეკარე)

“საპასუხო შეხვედრის წინ დიდი უპირატესობა არა გვაქვს, მათ კი სტუმრად რამდენიმე მატჩში იმარჯვეს. ძალიან რთული დაპირისპირება გველის. მოწინააღმდეგეს სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. ყურადღებით უნდა ვიყოთ.
საჭიროა, ბურთი დავიჭიროთ და მომენტები შევქმნათ. არ გვჭირდება იმის შეხსენება, თუ რა მოგვივიდა გასულ სეზონში “რომასთან”.

 

ოლე გუნარ სულშერი („მანჩესტერის“ მთავარი მწვრთნელი)

„1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალთან ფანტასტიკური მოგონება მაკავშირებს. ეს იყო ბოლო და ერთადერთი შემთხვევა, როდესაც „კამპ ნოუზე“ ვიყავი. მოუთმენლად ველოდებით, რომ თამაში დაიწყოს და უკეთ ვითამაშოთ. ახლა 0:1-ს ვმარცხდებით, მაგრამ ჩვენი შანსი გვექნება და უნდა გამოვიყენოთ. ვიცით, გოლების გატანა სტანდარტული მდგომარეობებიდან, სიმაღლეში უპირატესობას ვფლობთ, მაგრამ თავი კარგად უნდა დავიცვათ. მნიშვნელობა არ აქვს გოლს 93-ე წუთზე თუ გავიტანთ, მთავარია გავიტანოთ. ფეხბურთელებს პარიზული მოგონება დაეხმარებათ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები